Friday, 28 December 2018

"დელტას" სამხედრო წარმოება და საექსპორტო პერსპექტივები

დელტას გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა, მიმდინარე წელი შეაჯმა.


გუშინ, 27 დეკემბერს, სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა, უჩა ძოძუაშვილმა, მიმდინარე წელი შეაჯამა და  ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტებისა და შექმნილი პროდუქტების თაობაზე მოხსენება გააკეთეა და ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.


შესავალი

ბოლო 6-7 წლის განმავლობაში ცენტრის კვალიფიკაციური პერსონალი დაუღალავად შრომობდა იმისთვის, რომ აღდგენილიყო 1998-2010 წლების პერიოდში განადგურებული საწარმოო ბაზა, დაიხარჯა დიდი რესურსი და ფინანსები იმისთვის, რომ აღმდგარიყო 31 ქარხნის ტერიტორიაზე არსებული საწარმოების ნაწილი მაინც.

აშენდა და ძირეულად გარემონტდა ახალი საწარმოები, სადაც ახლა მიმდინარეობს ჯავშანმანქანების საამწყობო პროცედურები და მეტალურგიული სამუშაოები. აღდგენილ იქნა ძველი შენობა-ნაგებობების უმეტესი ნაწილი, მოხდა ჯართად გაყიდული უნიკალური ჩარხ-დანადგარების გამოსყიდვა, უზრუნველყოფილ იქნა მომუშავე პერსონალის ანაზღაურების სტაბილიზაცია, გავაუმჯობესეთ, როგორც საწარმოო ბაზა, ისე სამუშაო პირობები. 

განადგურებული და გაძარცვული საწარმოო ბაზის აღდგენა 

აეწყო პროდუქტის სერიული წარმოებები, ისეთი ექსპერიმენტალური ნაკეთობები, როგორიც იყო ჯავშანმანქანები, ჯავშანჟილეტები, ჯავშანჩაფხუტები და ა.შ. ექსპერიმენტალური ნაკეთობის სტადიიდან გადავიყვანეთ სერიულ წარმოებაზე, ერთეულების ნაცვლად ვაწარმოეთ ასობით და გავიტანეთ საერთაშორისო ბაზარზე.

დელტამ საკუთარი წვლილი შეიტანა როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სოფლისმეურნეობის სფეროში ბუნებრივი პირობებით გამოწვეული ზარალის შემცირებაში, ისე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში, ვინაიდან ექსპორტზე გავიტანეთ ათობით მილიონ ლარზე მეტის ღირებულების ეროვნული წარმოების სამხედრო პროდუქცია.

დიდძალი შრომის შედეგად  ქვეყანამ შეძლო ეროვნული სამხედრო წარმოებისთვის დადებითი რეპუტაციის შექმნა საერთაშორისო დონეზე. შედეგად, ღირსეული ადგილი დავიმკვიდრეთ საერთაშორისო ბაზარზე.

დღეს, ეროვნული წარმოების სამხედრო პროდუქცია მათი ძველი ვერსიებისგან განსხვავებით,  მხოლოდ საგამოფენო ექსპონატი აღარაა. ეს არის  პროდუქტი, რომელიც დიდი  ინტერესით სარგებლობს და წარმატებით იყიდება საერთაშორისო ბაზარზე.  


ცენტრის წარმატებულ პროექტებს შორისაა

  • 120 მმ მობილური ნაღმმტყორცნი 

დელტამ დაასრულა დიდგორი მეომარის ახალი „მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულის“  შექმნა.  ეს არის ახალი სიტყვა საარტილერიო სისტემებში, რომელიც დამონტაჟებულია დიდგორი მეომარის უკანა მოდულურ ნაკვეთურში.

დიდგორი "მეომარის" ბაზაზე შექმნილი 120 მილიმეტრიანი მობილური ნაღმტყორცნის ფართო მასებისთვის წარდგენა 17-20 თებერვალს მოხდება

დიდგორის ტიპის ჯავშანმანქანების ოჯახის მორიგი მოდიფიკაცია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება. ესენია - უნიფიცირებული სავალი ნაწილი,  ჯავშანკაფსულა რომელშიც 5 კაცი თავსდება და უკანა მოდულური ნაკვეთური, სადაც სხვადასხვა ტიპის შეიარაღების ან სადაზვერვო დანიშნულების მოდული მონტაჟდება. მანქანის განსხვავებული მოდიფიკაციის მიხედვით, უკანა ნაწილში შესაძლებელია სადესანტო ნაკვეთური ან სატვირთო ძარა დამონტაჟდეს და სწორედ ამ ნაწილშია დამონტაჟებული მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდული.

დიდგორი მეომარის ახალი მობილური 120 მილიმეტრიანი ნაღმმტყორცნის მოდულის საზოგადოების ფართო მასებისთვის წარდგენა მოხდება 2019 წლის 17-20 თებერვალს დაგეგმილ ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე.

"დელტას" მიმდინარე პროექტები



სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის “დელტას” დირექტორის, უჩა ძოძუაშვილის განცხადებით: „მნიშვნელოვანია, რომ ინსფრასტუქტურაში მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ. 2019 წელს ახალი შესაძლებლობა გვექნება, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ისეთი დეტალების წარმოება აღვადგინოთ, როგორიც არის თვითმფრინავის ცენტროპლანი. 2019 წელს “დელტა” საავიაციო მიმართულებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს, რათა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მიმართულება კიდევ უფრო გავაძლიეროთ”.

მომავალ წელს "დელტა" საავიაციო სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს



  • ახალი ქართული მრავალფუნქციური ჯავშანმანქანა დიდგორი მეომარი

2018 წლის 26 მაისს დელტამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქართულ საზოგადოებას წარუდგინა უახლესი ქართული ჯავშანმანქანის, დიდგორი მეომარის, პირველი პროტოტიპი. „მეომარი“  დიდგორის ტიპის ჯავშანმანქანების ოჯახის მორიგი მოდიფიკაციაა, თუმცა ის  სრულიად ახალი კონცეფციის მიხედვით არის შექმნილი და განსხვავებული ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია, რაც ჯავშანდაცულობის, ერგონომიულობისა და სავალი მაჩვენებლების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაში გამოიხატება.

დიდგორი "მეომარის" კონცეფცია

„მეომარის“  კონსტრუქცია სამი ძირითადი ნაწილისგან შედგება, ესენია უნიფიცირებული სავალი ნაწილი, ჯავშანკაფსულა რომელშიც 5 კაცი თავსდება და უკანა მოდულური ნაკვეთური, სადაც სხვადასხვა ტიპის შეიარაღების ან სადაზვერვო დანიშნულების მოდული მონტაჟდება. 

მანქანის განსხვავებული მოდიფიკაციის მიხედვით, უკანა ნაწილში შესაძლებელია სადესანტო ნაკვეთური ან სატვირთო ძარა დამონტაჟდეს.

  • აშენდა საქართველოს უახლესი ისტორიის პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საწარმოო ბაზა
გადაიდგა კიდევ ერთი ქმედითი ნაბიჯი ადგილობრივი წარმოებისა და მეცნიერების განვითარებისკენ და საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ, პირველად საქართველოს ისტორიაში, იხსნება  სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ახალი საწარმოო ბაზა.


საწარმოო ბაზაზე ოპერირებას დაიწყებს დელტას შვილობილი კომპანია, „ფერდინანდ თავაძის სახელობის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტი“, სადაც დასაქმებული 140 კვალიფიკაციური პერსონალი და მეცნიერ-მუშაკი,  მზად არის გაუზიაროს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება დამწყებ პრაქტიკოსებს, მისცეს მეტი დასაქმების შანსი და საშუალება მიიღონ მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროექტებში რომლებსაც უჩნდებათ დასაქმების მეტი შესაძლებლობა.

  • სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა

ამბიციური პროექტი იყო თანამედროვე ავტომატიზირებული სეტყვის საწინააღმდეგო სისტემაც, რომელიც კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა. მიუხედავად სისტემის სირთულისა, „დელტას“ სპეციალისტებმა ის უმოკლეს ვადებში დაამზადეს და დღეისათვის კახეთის რეგიონში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს 8-10 ჯერ ამცირებს, რაც დასეტყვილი ფართობების და მიყენებული ეკონომიკური ზარალის მნიშვნელოვან კლებაში გამოიხატება. აღნიშნულ სისტემას მსოფლიოში არ ჰყავს ანალოგი.

2018 წლიდან კახეთის რეგიონს სეტყვასაწინააღმდეგო სერვისი გაუწია ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრმა.

დასაცავი ტერიტორიის ოდენობამ შეადგინა 800’000 ჰექტარი, აქედან დაისეტყვა მხოლოდ 4’460 ჰექტარი, ეფექტიანობამ შეადგინა 97,9% რამაც ქვეყანას 32 922 000 ლარის ღირებულების ზარალი აარიდა 2 650 000 ლარის საოპერაციო ხარჯის ფასად.

"დელტას" სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის ეფექტურობა 

  • ჯავშანჩაფხუტები და ჯავშანჟილეტები

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის” შეკვეთილი 5 მილიონ ლარამდე საერთო ღირებულების ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დამზადებისა და მიწოდება წარმატებით შესრულდა. დამატებით განთავსდა 6.3 მლნ ლარამდე შეკვეთა რომლის მიწოდებაც განხორცელდება მომდევნო წელს.

საქართველოს შეიარაღებული ძალებმა 2018 წლის განმავლობაში  5 მილიონ ლარამდე საერთო ღირებულების რამდენიმე ათას კომპლექტ  ქართული წარმოების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს მიიღო, რომელთა ტექნიკური მონაცემები მორგებულია როგორც საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს ისე საერთაშორისო სტანდარტებს რაც თავის მხრივ, განაპირობებს როგორც შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის სისტემების უნიფიცირებას, ისე მათ თანამედროვე, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. 

"დელტამ" წელს თავდაცვის სამინისტროს 5 მილიონი ლარის ინდდაცვის საშუალებები მიაწოდა

მიმდინარე პროექტის ფარგლებში შეიარაღებულ ძალებს მიეწოდება „დელტას“ წარმოებული საერთო-საჯარისო დანიშნულების ჯავშანჟილეტი MK-I და საერთო-საჯარისო დანიშნულების ჩაფხუტი DH MK-I.  აღნიშნული  ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დამზადების ტექნოლოგია, სქემატური გათანაწყობა, ჯავშანდაცულობის მაჩვენებლები და საჯავშნე მასალების გამოცდები, NATO-ს ქვეყნებში მიღებული სტანდარტების და პროცედურების დაცვით ხორციელდება.

  • სატყეო-სახანძრო და სამაშველო-სახანძრო მანქანების წარმოების სამმხრივი პროექტი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დაკვეთით დელტას საწარმოო ბაზაზე სახანძრო და სამაშველო აღჭურვილობის მწარმოებელ უმსხვილეს ავსტრიულ კომპანია როზენბაუერთან თანამშრომლობით ხორციელდება 2 სახეობის სახანძრო დანიშნულების ავტომანქანის შექმნის პროექტი, რომელთა პირველი პროტოტიპები გამოჩნდება 2019 წელს.


ცენტრი ამ პროექტში ჩაერთო შასების გაძლიერების მიმართულებით, ვინაიდან არსებობს აღნიშნულის შესრულების შესაბამისი ინტელექტუალური რესურსი და გამოცდილება. სუპერსტრუქტურა წარმოადგენს როზენბაუერის მიერ შესასრულებელ ნაწილს, ხოლო დელტა მონაწილეობას მისი ინტეგრაციისა და შასის გაძლიერების ნაწილში მიიღებს.


  • საერთაშორისო გაყიდვები

2015 წელს გადაიდგა უდიდესი ნაბიჯი როდესაც საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მასშტაბური რეალიზაცია. დელტამ გაიმარჯვა საუდის არაბეთის სამეფოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც თანამედროვე სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმქანების შესყიდვას ითვალისწინებდა. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული 6 ერთეული ისეთი მწარმოებლის ჯავშანმანქანები, როგორიცაა Oshkosh, Streit Group, AIG, Steyr, Lenco და სხვა.

  • სსიპ „დელტა“-ს მიერ ნატოს ერთ-ერთი ქვეყნისთვის მიწოდებულია 120მმ იანი ნაღმმტყორცნი მისაბმელით.  
  • გრძელდება საუდის არაბეთთან კონტრაქტი და 2015 წელს საუდის არაბეთში გამართულ ტენდერში გამარჯვების შედეგად დელტამ საუდის არაბეთს უნდა მიაწოდოს ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ასზე მეტი სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა. პროექტი  სრულდება და მიმდინარეობს მიწოდება გრაფიკის მიხედვით.
  • დაიწყო სამედიცინო-საევაკუაციო ჯავშანმანქანების ინდონეზიისთვის მიწოდების პროექტიც, გაფორმებულია ხელშეკრულება, მიღებულია საავანსო გადახდა და მიმდინარეობს მუშაობა წარმოების მიმართულებით. ეს დელტას მიერ ახალი რეგიონის ათვისების მაჩვენებელია.
  • მიმდინარეობს მოლაპარაკება, ნორვეგიული მხარესთან უახლესი სისტემებით აღჭურვილი სადაზვერვო მოდულების მიწოდებაზე.

  • ევროსატორი-11-15 ივნისი, 2018 წ. 

საქართველოს ისტორიაში პირველად, მსოფლიოს უმსხვილეს სამხედრო გამოფენა EUROSATORY-ზე სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას “მიერ წარმოდგენილ იქნა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქცია.

სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ გამოფენაზე წარმოადგინა ქართული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების შეიარაღების ნიმუშები, რომელთა შორის არის მოდიფიცირებული ჯავშანტრანსპორტიორი დიდგორი, სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა, 60, 82 და 120 მმ ნაღმმტყორცნები, მოდერნიზებული ხელის ყუმბარმტყორცნი, მოდერნიზებული ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7, ჯავშანჟილეტები, ჯავშანჩაფხუტები, ანტიმატერიული შაშხანა, უხმაურო ნაღმმტყორცნი „მყუდრო“, ორ სიბრტყეში სტაბილიზებული დისტანციური მოდული და სეტყვის საწინააღმდეგო სარაკეტო დანადგარი.

ორ სიბრტყეში სტაბილიზირებული დისტნაციური საცეცხლე მოდული

ქართულმა სამხედრო პროდუქციამ დამთვალიერებლი და ოფიციალური წარმომადგენლობების დიდი ყურადღება მიიქცია.  დელტას გენერალურ დირექტორთან უჩა ძოძუაშვილთან ჩაიწერა ინტერვიუები ისეთი წამყვანი სამხედრო-ანალიტიკური სააგენტოების მიერ, როგორიცაა Army Recognition World Defense & Security News და Army Guide.

განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია უხმაურო ნაღმმტყორცნმა „მყუდრომ“, მოდიფიცირებულმა ჯავშანტრანსპორტიორმა დიდგორმა და სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანა დიდგორი მედევაკმა.

  • IDEX-2019  17-21 თებერვალი


სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“ მიერ დაიგეგმა და მიმდინარეობს სამუშაოები ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების შუა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის უმსხვილეს გამოფენა IDEX-2019-ზე (International Defence Exibition and Conference) წარსადგენად. ეს არის  ერთადერთი სტრატეგიულად  მნიშვნელოვანი  სამ სერვისიანი საერთაშორისო თავდაცვითი მრეწველობის გამოფენა და კონფერენცია  MENA-ს რეგიონში   (Middle East and North Africa - შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონი), რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო თავდაცვითი მრეწველობის სექტორის დემონსტრირებას ახდენს. აღნიშნულ გამოფენაზე ცენტრის მიერ ეროვნული წარმოების შეიარაღების ნიმუშების წარმოდგენა  ხელს შეუწყობს ეროვნული წარმოების სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო პოტენციალის ზრდას.


მადლობას ვუხდი "დელტას" პრეს სამსახურს მოწოდებული ინფორმაციისთვის.

No comments:

Post a Comment