Sunday, 10 June 2018

აშშ-ს არმიის M4 / M16 ტიპის შაშხანების საშიში გაუმართაობა


აშშ-ს არმიის ექსპერტებმა, ბოლო სამი თვის განმავლობაში, 50 000 ცალი M4 / M16 ტიპის შაშხანა შეამოწმეს, საიდანაც 3000 ერთეულმა (6%) უსაფრთხოების პრობლემა უჩვენა. მომდევნო 6 თვის განმავლობაში კიდევ 903 000 შაშხანა იქნება შემოწმებული.

როგორც აშშ-ს "არმიის ჯავშანსატანკო-საავტომობილო და შეიარაღების მეთაურობის" (Army’s Tank-automotive and Armaments Command, შემოკლებით TACOM) წარმომადგენელმა, რ. სლეიდ უოტერსმა განაცხადა, ისინი ელიან შაშხანების სრული რაოდენობის შემოწმებას და ნებისმიერი ხარვეზიანი შაშხანა მომდევნო 12-18 თვის განმავლობაში იქნება გამოსწორებული.

აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენლის თანახმად, კორპუსიც იკვლევს ამ პრობლერმას. მისივე თქმით, 24 მაისს, მათ უსაფრთხოების საკუთარი განცხადება გაავრცელეს.

გაუმართაობის შესახებ ინფორმაცია პირველად 26 მარტს გავრცელდა და ის შემდეგნაირად იყო აღწერილი:

"M4A1 დამუხტული იყო და ცეცხლის რეჟიმის გადამრთველი "ერთეულ" და "ავტომატურ" რეჟიმს შორის იყო გაჩერებული. სასხლეტის დასხლეტვის შემდეგ იარაღმა არ გაისროლა. პრობლრემას გადამრთველს "ერთეულ" ან "ავტომატურ" რეჟიმზე გადაყვანა წარმოქმნიდა - იარაღი სასხლეტის დაშვების გარეშე აწარმოებდა გასროლას".

მეორე განცხადება, რომელიც 16 აპრილს გავრცელდა, აღნიშნავდა რომ, პრობლემა მხოლოდ M4A1-ით არ შემოიფარფგლებოდა და შემოწმებას M16-ის მთლიანო ოჯახობა საჭიროებდა.

რ. სლეიდ უოტერსის განცხადების თანახმად, აპრილის გამოცდების შედეგად 881 ცალი გაუმართავი შაშხანა იქნა დაფიქსირებული. და რადგანაც ეს შემოწმება დღემდე გრძელდება, გაუმართავი შაშხანების რაოდენობა უკვე 3000-მდე გაიზარდა.

მსროლელებმა, შედეგებიდან გამომდინარე, გაუმართავობის არსებობის შემთხვევაში, უსაფრთხოების დაჩქარებული კურსი გაიარეს.

მიახლოებით სამი წლის წინ არმიამ დაიწყო M4A1-ის გაუმჯობესება და იარაღს სრულიად ავტპომატური ცეცხლის რეჟიმი დაუმატა. წინა ვარიანტებს მხოლოდ ერთეული და სამგასროლიანი ჯერების წარმოება შეეძლო. ამავე პროგრამის ფარგლებში მოკლე კარაბინმა დამძმებული ლულა და რეჟიმის კონტროლის ორმხრივი ხელსაწყოები მიიღო.

იარაღის შესამოწმებლად აშშ არმიამ შემდეგი სახის ინსტრუქციები გამოსცა:


  • Ensure weapon is clear by observing the chamber, the bolt face, and magazine well. The weapon should always be pointed in a safe direction. (სავაზნის, მჭიდის და საკეტის დათვალიერებით დარწმუნდით რომ  იარაღი განმუხტილია. იარაღი ყოველთვის უსაფრთხო მხარეს მიმართეთ).
  • Charge the weapon, place selector lever on the safe position and pull trigger. The hammer should not drop. (დამუხტეთ იარაღი, დამცველი ჩაკეტეთ და სასხლეტი დაუშვით. დამრტყმელი არ უნდა დაეშვას).
  • Move the selector lever to the semi position, then move the selector to a position between semi and auto, and squeeze the trigger. The hammer should drop when the trigger is squeezed. If the hammer does not drop when the trigger is squeezed, this is a failure. Record this information and continue to the next step. (გადაიყვანეთ მცველი ერთეულ რეჟიმზე, შემდეგ მცველი ერთეულ და ავტომატურ რეჟიმებს შორის გადართეთ და სასხლეტი დაუშვით. დამრტყმელი უნდა დაეშას, თუ სასხლეტის დასხლეტვის შედეგად დამრტყმელი არ დაეშვა, ეს ნიშნავს გაუმართაობას. ჩაიწერეთ ეს ინფიორმაცია და გადადით შემდეგ ნაბიჯზე).
  • If the hammer does not drop, move the selector in either direction. If the hammer drops without squeezing the trigger, this is a failure. Record this information. (თუ დამრტყმელი არ დაეშვა, მცველი გადართეთ ნებისმიერ პოზიციაზე. თუ ამის შემდეგ დამრტყმელი სასხლეტის დასხლეტვის გარეშე დაეშვა ეს ნიშნავს რომ იარაღი გაუმართავია. ჩაიწერეთ ეს ინფორმაცია).
  • Gather information recorded from failures at steps (3) and (4) and segregate the weapon for further investigation. Contact TACOM with the weapon serial number. (მოაგროვეთ ინფორმაცია ჩავარდნილი (3) და (4) ნაბიჯებიდან და გადაეცით იარაღი შემდეგი შესწავლისთვის. დაუკავშირდით TACOM-ს და მიაწოდეთ იარაღის სერიული ნომერი).
  • If the weapon passes steps (3) and (4), the function check is complete. (თუ იარაღმა წარმატებით გაიარა ნაბიჯები (3) და (4), ფუნქციონალური გამოცდა ჩაბარებულად ითვლება).

არმიამ ასევე გამოცსა დაუყოვნებლივი მოქმედების ჩასწორებული სავარჯო, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:
  • Confirm that the selector is set to semi, auto or burst. (დარწმუნდით რომ მცველი აყენია ერთეულ, ავტომატურ ან მოკლე ჯერების პოზიციაზე).
  • Slap upward on the magazine to make sure it is properly seated. (დაარტყით მჭიდს, რათა დარწმუნდეთ რომ ის სწორედაა მორგებული).
  • Pull the charging handle completely to the rear and hold. (გადაქაჩეთ დამტენი სახელური უკანა პოზიციაში და მასე გააჩერეთ).
  • Observe for ejection of case or cartridge, and ensure the cartridge or case is ejected and the chamber is clear. (დააკვირთით რომ ვაზნა ან მასრა ამოვარდა და რომ სავაზნე სუფთაა).
  • Release the charging handle to feed a new round. (გაუშვით დამტენი სახელური, რომ სავაზნეში ახალი ვაზნა შეიტანოს).
  • Tap the forward assist to ensure the bolt is closed. (შეამოწმეთ წინა ბერკეტი, რათა დარწმუნდეთ რომ საკეტი ბოლომდე ჩაიკეტა).
  • Squeeze the trigger; the weapon should fire. (დასხლიტეთ სასხლეტი, იარაღი უნდა ისროდეს).

წყარო:

No comments:

Post a Comment