Tuesday, 12 June 2018

Lockheed Martin-მა შემკვეთს მესამასე F-35 გადასცა

ფორტ ვორთი, ტეხასი, 2018 წლის 11 ივნისი - Lockheed Martin-მა შემკვეთს მესამასე F-35 მიაწოდა. კონკრეტულად ეს არის საჰაერო ძალებისთვის განკუთვნილი F-35A, რომელიც, იუტას შტატში მდებარე, ჰილლის ავიაბაზას უნდა გადაეცეს.

მესამასე F-35 ტეხასში, ფორტ ვორთზე

პირველ 300 F-35-ში შედის, აშშ-ს და საერთაშორისო კლიენტებისთვის მიწოდებული 197 ცალი F-35A (CTOL), 75 ცალი F-35B (STOVL) და 28 ცალი F-35C (CV). დღემდე, პრიგრამის ფარგლებში, გამოშვებული იქნა 620 პილოტი და 5600 დამხმარე პერსონალი, ხოლო F-35-ის პარკმა მთლიანობაში 140 000 საფრენოსნო საათი დააგროვა.

Lockheed Martin-ი 2020 წლისთვის, წარმოების მოცულობის გაზრდასთან ერთად, F-35A-ს ღირებულების 80 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირებას გეგმავს. რაც სხვა, მე-4 თაობის, გამანადგურებლების ღირებულების ტოლი ან ნაკლებია. გაკეთებული დასკვნების, პროცესების ეფექტურობის, წარმოების ავტტომატიზირების, აღჭურვილობისა და დანადგარების მოდერნიზაციის, მიწოდების ჯაჭვის ინიციატივებისა და სხვა ინოვაციების დანერგვის წყალობით, F-35-ის წარმოებამ უკვე საგრძნობლად შეამცირა ხარჯები და გაზარდა ეფექტურობა. მაგალითად:

  • F-35A-ს ფასი, პირველ ხელშეკრულებასთან შედარებით, 60% შემცირდა.
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამუშაოს წარმოება მიახლოებით 75 პროცენტით შემცირდა.
  • 2015 წლიდან წარმოების პერიოდი 20% შემცირდა.

F-35-ის წარმოებამ, 2017 წლის დასახული ამოცანა წარმატებით შეასრულა და 66 ცალი გამანადგურებელი მიაწოდა შემკვეთს, რაც 2016 წელთან შედარებით 40% მეტია. 2018 წლისთვის გუნდი 91 ცალი გამანადგურებლის მიწოდებას გეგმავს. წარმოების ტემპმა 2023 წელს პიკს უნდა მიაღწიოს, რაც წელწადში 160 გამანადგურებლის გამოშვებას გულისხმობს.


წყარო:
Pentagon And Lockheed Martin Deliver 300th F-35 Aircraft

No comments:

Post a Comment