Sunday, 20 May 2018

Jaguar EBRC - ოპტიკის მამა

ახლად წარდგენილი მანქანის შესახებ უკვე ვწერდი - Jaguar EBRC - ფრნგული არმიის ახალი თაობის ჯავშანმანქანა. როგორც ჩანს მანქანა სერიოზული ოპტიკის გორაა და ალბათ ყველაზე თანამედროვეა ამ კუთხით რაც კი რამე წარდგენილა უბრალო მოკვდავების წინაშე.

სარეკლამო ბუკლეტის თანახმად მანქანაზე შემდეგი ოპტიკური სისტემებია განთავსებული (მხარეები მანქანის კურსის მიხედვითაა აღებული):

  • ქვემეხის მარჯვნივ - მემიზნეს ძირითადი სამიზნე (ინფრაწითელი არხი, ვიდეო არხი, ლაზერული მანძილმზომი, ლაზერული მანიშნებელი, ვიდეო გამოსახულებით)
  • ქვემეხის მარცხნივ - მემიზნის მექანიკური ოპტიკური სამიზნე (სარეზერვო)
  • კოშკურის სახურავზე, მარცხენა მხარეს - მეთაურის პანორამული სამიზნე (Safran-ის PASEO), იგივე არხებით რაც მემიზნეს სამიზნეზეა. პანორამულ სამიზნეზე საზენიტო ტყვიამფრქვევია დამაგრებული.
  • კოშკურის სახურავზე, ცენტრში, ოდნავ მარჯვნივ - მეთაურის მექანიკური ოპტიკური სამიზნე (სარეზერვო).
  • კოშკურის წინა მარჯვენა და უკანა მარცხენა კუთხეებში აყენია სისტემა Antares - სისტემაში გაერთიანებულია გარემოზე დაკვირვების, ოპტიკური ლოკაციის და ლაზერული დასხივების ფუნქციები.
  • მანქანაზე ასევე აყენია რადიომართვადი ნაღმების ჩამხშობი სისტემა ECLIPSE.
  • სახურავზე ყველაზე მაღლა (მეთაურის პანორამის უკან და ცოტა მარჯვნივ) - აკუსტიკური ლოკატორი SLATE (იგივე PILAR V).
  • პლიუს მძღოლ-მექანიკოსის კამერები.
აღსანიშნავია რომ ყველა ეს სისტემები ურთიერთდაკავშირებული და მთლიან კომპლექსშია ინტეგრირებული, რაც ეკიპაჟი ინფორმაციულ გათვითცნობიერებას საგრძნობლად ზრდის. ოპტიკური არხების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ მემიზნე მარცხნივ და ოდნავ წინ ზის, ხოლო მეთაური მარჯვნივ და ოდნავ უკან.


სისტემა Antares

No comments:

Post a Comment