Monday, 7 May 2018

სწავლება Combined Resolve X - უკრაინული ტექნიკის რეიდი NATO-ს ჯარების ზურგში

გერმანიაში, გრევენსდორფის (Revensdorf) სასწავლო ცენტრში, მიმდინარე მრავალეროვნულ სწავლება Combined Resolve X-ზე, უკრაინულმა ქვედანაყოფმა თავი დადებითად გამოიჩინა. მათმა ეფექტურობამ თვით სწავლების ხელმძღვანელობაც კი გააოცა. 
სწვლების მიმდინარეობის დროს, უკრაინელების მოწინააღმდეგე, ეგრეთწოდებული BLUEFOR-სე (ამ შემთხვევაში ამერიკის არმიის მექანიზირებული და სატანკო შენაერთი და ქართვული ქვედანაყოფი) პასიურობდა. ამით ისარგებლა უკრაინის 79-ე ცალკეული სადესანტო საიერიშო ბრიგადის მეთაურმა (რომლებიც ამ სწავლებაზე OPFOR-ს, ანუ NATO-ს მოწინააღმდეგეებს თამაშობდნენ), ვიცეპოლკოვნიკმა, მაქსიმ მირჰოროდსკიმ (Maksym Myrhorodskyi) და მტრის ზურგში რეიდი განახორციელა. რეიდის სამიზნეს ლოჯისტიკური ბაზის დაკავება და მისი რაც შეიძლება დიდხანს შენარჩუნება წარმოადგენდა. შედეგად მიიღეს ორსაათიანი ბრძოლა, რომელშიც უკრაინული მხრიდან ორი БТР-80, ორი Т-84 და HMMWV, ხოლო ამერიკელთა მხრიდან რვა Abrams, ოთხი Bradley და ქვეითები მონაწილეობდნენ. შედეგად განადგურებული იქნა - ოთხი Abrams, ორი Bradley და 20 ქვეითი. უკრაინულმა მხარემ მცირე დანაკარგებით მიაღწია დანიშნულების ადგილს.




OPFOR-ის შემადგენლობაში შედიან
  • უკრაინა
  • აშშ
  • ლატვიელები
  • რუმინელები
  • სლოვენები

BLUEFOR-სეს შემადგენლოაში შედიან
  • აშშ
  • საქართველო
  • პოლონეთი
  • ბულგარეთი
  • ალბანია



წყარო:

No comments:

Post a Comment