Sunday, 4 March 2018

პუტინი, ზესაიდუმლო რუსული შეიარაღება და "ჯორჯისტანელები"

პუტინის მიერ გახმოვანებული რუსული საიდუმლო პროექტების შესახებ დავწერ ჩემს "იექშპერტულ" აზრს. თვითონ ამ ტექნიკის შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - Не имеет аналогов - პუტინი რუსეთის საიდუმლო იარაღის შესახებ.

ჯერ ტერმინი "ჯორჯისტანელი" ავხსნათ. ეს ისეთი ტიპის ქართველია რომელიც რეალურად აზრზე არაა რაზე საუბრობს, მაგრამ რა სისულელეც არ უნდა მიაწოდო, ყველაფერს დაიჯერებს, ცოტა თავის იდეებსაც დამატებს (დარწმუნებულია რო იცის და რატომაც არა) და მივიღებთ სასწაულ კოქტეილს. ადამიანს, რომელიც არის "ურა პატრიოტი", პატრიოტოპაში ცუდი არაფერია, მაგრამ აი შტერი პატრიოტი ჯერ ხო მოსამსენადაა რთული და მერე რეალურად არაფრის მაქნისი არაა. ანუ ეს რადიკალურად ანტირუსულად განწყობილი ადამიანია, რომელიც მზადაა ნებისმიერი სისულელე დაიჯეროს, მთავარია რუსების წინააღმდეგ იყოს მიმართული. არა და რადიკალური ანტირუსეთუმეობა ყველაზე მისასალმებელია ქართულ საზოგადოებაში. თუმცა ამან ტვინის დაბინდვა არ უნდა გამოიწვიოს.

გადავიდეთ საუბრის ძირითად თემაზე, დავიწყოთ აკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა 15А28-ით (Р-28), რომელიც საცდელ-საკონსტრუქციო თემა "Сармат"-ის ფარგლებში იქმნება. რაკეტის საპროექტო მუშაობა რუსებმა 2000-იანი წლების შუა პერიოდში დაიწყეს, ხოლო საკონსტრუქციო მუშაობას 2011 წელს შეუდგნენ. რეალურად გამოცდილია ძრავა სტატისტიკურ სტენდზე (იხილეთ ვიდეო) და განხორციელდა სატყორცნი გაშვება (ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - რუსეთში საკონტინენტთაშორისო რაკეტა "Сармат"-ის პირველი სატყორნცი გამოცდები განხორციელდა).

ძრავის სასტენდო გამოცდები (წყარო - Испытан двигатель тяжелой баллистической ракеты "Сармат")

კიდევ ორი ტყორცნითი გამოცდა ამ წლის პირველ ნახევარში არის დაგეგმილი. ასევე ცალკეულ გამოცდებს გადის კომპლექსის აქტიური დაცვის სისტემა, საბრძოლო ქობინი და სხვადასხვა შემადგენელი ნაწილები. რაკეტის სერიაში ჩაშვება 2020 წლის მერე იგეგმება. დაველოდოთ და ვნახოთ რას იზამენ.


საკითხი ნომერი 2: ბირთვულძრავიანი, შეუზღუდავი ფრენის მანძილის მქონი ფრთოსანი რაკეტა  - ბირთვული რეაქტორის იდეა საჰაერო აპარატებში უკვე 70 წელზე მეტს ითვლის. ვისაც არ ეზარება, შეუძლია მოიძიოს ისეთი ამერიკული და საბჭოთა პროექტები, როგორებიცაა მაგალითად:
  • აშშ - Nuclear Energy for the Propulsion of Aircraft (NEPA), 1946 წელს თეორიული კვლევების დაწყება.
  • აშშ - Aircraft Nuclear Propulsion (ANP), დაიწყო 1951 წელს, წარმოადგენს ზემოთ ნახსენები პროგრამის (NEPA), გაგრძელებას. უფრო სწორედ პირველი გადაიზარდა მეორეში.
NEPA-ს ფარგლებში შექმნილი ბირთვული ძრავები HTRE-2 და HTRE-3 
  • Supersonic Low Altitude Missile (SLAM) და Project Pluto - დაბალ სიმაღლეზე მფრენი, ბირთვული რეაქტიული ძრავით აღჭურვილი ზებგერითი ფრთოსანი რაკეტა, მუშაობის დაწყება 1955 წელი, პროგრამა დაიხურა 1964 წელს. Project Pluto-ს ფარგლებში, 1961 და 1964 წლებში, ორი სხვადასხვა ბირთვული ძრავის (Tory-IIA და Tory-IIC) გამოცდა მოხდა. წინასწარი გათვლებით, ფრთოსანი რაკეტის ფრენის მანძლი 182 000 კილომეტრის (113 000 მილი) ფარგლებში მერყეობდა. ესეც პასუხი იმ ადეპტებს, რომლებსაც ღიმილი მოადგათ, როდესაც პუტინმა შემდეგი ფრაზა ახსენა - "Х-101-ის მსგავსი ფრთოსანი რაკეტის კორპუსში განთავსებული მცირეზომების მქონე, ზემძლავრი ბირთვული ენერგეტიკული დანადგარი, რომელიც ანალოგებთან შედარებით ათჯერ მეტ ფრენის მანძილს უზრუნველყოფს, მანძილს რომელიც ფაქტიურად შეუზღუდავია."  შედარებისთვის Х-101 წონა ორნახევარ ტონას უდრის, 60-იან წლებში ამერიკული SLAM-ის წონა 20 ტონის ფარგლებში იყო. არა მგონია რუსებმა მოახერხეს და ათჯერ შეამცირეს რეაქტორისა და რაკეტის წონა, და ეს პუტინის ბაქიბუქს უფრო ჰგაქვს. მაგრამ რეალურად დღეს, მსგავსი რაკეტის გაცილებით ნაკლებ წონაში შექმნა საკმაოდ რეალურია (ამგვარ რეაქტორებზე ქვემოთ ვისაუბრებთ).
  • სსრკ -  Ту-95ЛАЛ, შემდეგში Ту-119. პროექტი ითვალისწინებდა საჰაერო ბირთვული ძალური დანადგარის შექმნას (ядерная авиационная силовая установка (ЯСУ)), პროექტზე მუშაობა 1955 წელს დაიწყო და ამერიკული პროექტის მსგავსად, 60-იანების პირველ ნახევარში დაიხურა.
Supersonic Low Altitude Missile (SLAM)

Ту-119-ის რეაქტორი


P.S. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროგრამა, საძიებო პროგრამების დახმარებით, ადვილად იძებნება

გადავიდეთ თვითონ ბირთვულ ძრავებზე და რეაქტორებზე (ვახსენებ ჩემთვის ცნობილ ორ ყველაზე გამორჩეულ შემთხვევას):
  • სსრკ - 1969 წელს დაიწყეს კოსმოსური თანამგზარეისთვის ატომური რეაქტორის შექმნის პროექტი (თანამგზავრის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად), რომლის შედეგადაც დაიბადა ისეთი ენერგომოდული, როგორიცაა «Енисей» (მოგვიაებით გადაარქვეს სახელი და «Топаз-2» უწოდეს). ბირთვული ენერგომოდული «Топазе-2»-ის წონა 1000 კილოგრამს უდრიდა, ხოლო გამომავალი სიმძლავრე — 6 კილოვატს. პერსპექტიულ, 3 ტონიან, «Топаз-3»-ს 40 კილოვატი სიმძლავრე უნდა უზრუნველეყო. რამდენიმე ამგვარმა ენერგო დანადგარმა კოსმოსურ ორბიტაზე ნახევარი წლიდან ერთ წლამდე დაყო ექსპერიმენტალურ რეჟიმში. აღნიშნულმა პროექტმა აშშ-ს დიდი დაინტერესება გამოიწვია და შესაბამისად სსრკ-ს დაშლის შემდეგ, 90-იანების დასაწყისში ერთობლივი ამერიკულ-რუსული კომპანია ამ თემაზე საკმაოდ პროდუქტიულად მუშაობდა, თუმცაღა პროექტი ვერ აფრინდა, მწვანეებმა გაჭედეს და ბილ კლინტონმა ატომის კოსმოსში გამოყენებას დროებითი ბანი დაადო. (წყარო - ВЫСОКИЕ ТЕХНОЛОГИИ ИЗ «ЕНИСЕЯ»).
  • აშშ - 60-იან წლებში შეერთებულ შტატებშიც მიმდინარეობდა, კოსმოსური ენერგოუზრუნველყოფისთვის, მცირე ზომის ბირთვულ რეაქტორზე მუშაობა. წარუმატებელი პროგრამა «SNAP-10А». (წყარო - SNAP-10A).
  • აშშ - კომპანია Lockheed Martin-მა 2013 წელს განაცხადა რომ მუშაობს თერმობირთვული სინთეზის რევოლუციურ კომპაქტურ რეაქტოზე, პროგრამა ორი სახელით, High Beta Fusion Reactor და 4th generation prototype T4, ცნობილი. მწარმოებლის განცხადებით, 2,5x3 მეტრი ზომის რეაქტორმა, რომელიც რეაქტიული ძრავისხელაა და სატვირთოს კუზაოში ადვილად თავსდება, 100 ათას მოსახლეობიანი ქალაქი უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიით (წყარო - Lockheed Martin Compact Fusion Reactor).

P.S. როგორც ვხედავთ, დღეს ატომური რეაქტორების ზომები იძლევა იმის საშუალებას, რომ შეიქმნას კომპაქტური, ბირთვულძრავიანი რაკეტები (ყოველ შემთხვევაში 20 ტონიანი მახინები არ გამოვა). რა თქმა უნდა აქ მთელი ტექნოლოგიური სპექტრს ვერ მოვიცავ, ამიტომ ნებისმიერი საინტერესო ინფორმაცია მისასალმებელია. ერთადერთ ეჭვს თვითონ ამ რუსული კომპლექსის მზადყოფნა იწვევს, გაურკვეველია რა სტადიაზე არიან და როდის იქნება რეალურად სრიული ეს ნაწარმი.



საკითხი ნომერი 3: ჰიპერბგერითი საავიაციო სარაკეტო კომპლექსი "Кинжал". ჰიპერბგერით რაკეტებზე მუშაობა აშშ-ში და სსრკ-ში და შემდეგ რუსეთის ფედერაციაში , რამდენიმე ათეული წელია მიმდინარეობს. ქვემოთ მოვიყვან რამოდენიმე ფაქტს და პროექტს ამ სფეროდან:
  • აშშ - ჰიპერბგერითი რაკეტული თვითმრინავი X-15. თვითმფრინავი ერთადერთია, რომელმაც ჰიპერბგერითი პილოტირებადი ფრენები შეასრულა. 40 წლის მანძილზე ინარჩუნებდა ყველაზე მაღლა მფრენი თვითმრინავის ტიტულს. პილოტირებად ფრენაში თვითმფრინავმა თითქმის 6 Мах (5.84) განავითარა. პროგრამა 1954 წელს დაიწყო, პირველი ფრენა 1954 წელს განხორციელდა. 70-იანი წლების დასაწყისში პროგრამა დაიხურა.
  • აშშ - პროგრამა X-20 Dyna Soar. პილოტირებადი კოსმოსური გზაგადამჭრელ-მზვერავ-ბომბდამშენის შექმნის ამერიკული პროექტი. დაიწყო 1957 წელს, დაიხურა 1963 წელს.
  • სსრკ - საავიაციო-კოსმოსური პრიექტი Спираль, დაიწყო 64 წელს (ამერიკული X-20 Dyna Soar-ის გავლენით). დასრულდა 70-იანების დასასრულს.
  • სსრკ - ჰიპერბგერითი ძრავის პროგრამა «Холод», დაიწყო 79 წელს, გრძელდებოდა 90-იანი წლების ბოლომდე. ბაზად გამოყენებული იქნა ჰსთ კომპლექს С-200-ის რაკეტა 5В28. რომელზეც საბრძოლო ქობინის ნაცვლად დაყენებული იქნა მართვის აპარატურა და თხევადი წყალბადის ავზი გამომდევნით. 1999 წლამდე 7 ფრენა განხორციელდა, რომლების დროსაც მაქსიმალური ფრენის დრომ 77 წამს მიაღწია, ხოლო მაქსიმალურმა სიჩქარემ 1855 მ/წმ-ს, რაც 6,49 Мах უდრის. 90-იან წლებში სამი ფრენა ფრანგული ორგანიზაციების, ONERA, Aerospatiale, SNECMA-SEP და აშშ-ს NASA-ს თანამონაწილეობით და ნაწილობრივი დაფინანსებით განხორციელდა. ასევე 1992 წელს ფრანგულ კვლევით ცენტრ ONERA-ში (Office National d 'Etudes el de Recherches Aerospatiales) ძრავების გამოცდა მოხდა. (წყარო - «Холод» гиперзвуковая летающая лаборатория).
ჰსთ კომპლექს С-200-ის რაკეტა 5В28-ის ბაზაზე შექმნილი ექსპერიმენტული ობიექტი «Холод»
  • სსრკ - Х-90 ГЭЛА (гиперзвуковой экспериментальный летательный аппарат). ჰიპერბგერითი რაკეტა. დაწყება 70-იანი წლები. 90-იან წლებში პროექტი დაიხურა. აპარატმა გამოცდებზე 3-4 Мах განავითარა.
  • აშშ - NASA-ს ჰიპერბგერითი რაკეტა X-43, პირველი ფრენა 2001 წელს, აპარატმა 2004 წელს, მესამე ფრენისას რეკორდული 11 850 კმ/სთ  (9,6 Мах ) განავითარა.
  • აშშ - Boeing-ის ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა X-51A Waverider. გამოცდების დაწყება 2010 წელი, 2013 წელს რაკეტამ გამოცდებზე 5,1 Мах განავითარა.
  • აშშ - 2018 წლის იანვარში, Boeing-მა წარადგინა ჰიპერბგერითი თვითმფრინავის კონცეპტი.
Boeing-ის ჰიპერბგერითი თვითმფრინავის კონცეპტი.
  • რუსეთი - ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტა Циркон (3M22). 2016 წელს დაიწყო რაკეტის გამოცდები, 2017 წელს მოხდა წარმატებული გაშვება. გეგმების მიხედვით რაკეტის სერიული წარმოება 2018 წელს უნდა დაიწყოს. მაქსიმალური სიჩქარე 3-4 Мах-ის ფარგლებში (წესით არ ითვლება ჰიპერბგერითად) . ცნობისთვის, რუსების დახმარებით, ინდოეთში შექმნილი ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტა BrahMos მაქსიმალურ 2,6 Мах ანვითარებს, რაც ძაან ახლოსაა Циркон-ის მონაცემებთან.
  • რუსეთი - ხომალდსაწინააღმდეგო Х-32. მაქსიმალური სიჩქარე  3,5-4,6 Мах ფარგლებში. წესით გასულ წელს უნდა იყოს შეიარაღებაზე მიღებული.
საინტერესო სტატია ამერიკულ პრესაში აღნიშნული თემის შესახებ - America vs. Russia: When Will Hypersonic Weapons Change the Way We Wage War?

P.S. ისევ და ისევ, ზემოთ ნახსენები ყველა პროექტის შესახებ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება ადვილია. გაურკვეველია რა იგულისხმა პუტინმა თავის გამოსვლაში, მაგრამ ფაქტია რომ ქვეჰიპერბგერითი სიჩქარის მქონე რამოდენიმე სახეობის რაკეტას რუსეთი უკვე სერიულად აწარმოებს. ერთადერთი საკითხი - ახალი რუსული ჰიპერბგერითი რაკეტის მზადყოფნაა გაურკვეველი.


საკითხი ნომერი 4 - ჰიპერბგერით პლანირებადი ფრთოსან ბლოკიანი სარაკეტო კომპლექსი. სავარაუდოდ აქ ბალისტიკური რაკეტის საბრძოლო ბლოკზეა საუბარი (იხილეთ ჰიპერბგერითი პლანირებადი აპარატი Ю71 - гиперзвуковой планирующий аппарат Ю71), რომელიც ბალისტიკური რაკეტის დახმარებით გადის სამიზნე ობიექტის თავზე მდებარე კოსმოსურ სივრცეში, სადაც ხდება ამ ბლოკის ბალისტიკური რაკეტიდან განცალკევება, რის შემდეგაც ბლოკი კოსმოსიდან ჰიპერბგერითი სიჩქარით ეშვება სამიზნის თავზე და მისი გადაჭერა რსთ სისტემებისთვის პრობლემას წარმოადგენს. ამგვარი ბლოკის შესახებ საუბარი რამდენიმე წელია მიმდინარეობს. განიხილებოდა როგოც "Сармат"-ის ერთერთი საბრძოლო დატვირთვა. უკეთეს შემთხვევაში "Сармат"-ის სერიაში ჩაშვების მერე ვიხილავთ მასაც მწყობრში. ანუ გეგმების მიხედვით სადღაც 2025 წლის მერე.


საკითხი ნომერი 5 - ლაზერული საბრძოლო  კომპლექსები. ლაზერის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაზე ფიქრი რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყეს როგორც სსრკ-ში ასევე აშშ-ი. რამოდენიმე მათგანის მაგალითი (გავაკეთებ მოკლე ჩამონათვალს აღწერების გარეშე):

  • აშშ:
  1. Boeing - High Energy Laser Mobile Demonstrator — HEL MD
  2. Northrop Grumman Corporation - Nautilus (THEL - Tactical High-Energy Laser)
  3. Lockheed Martin - ADAM (Area Defense Anti-Munitions)
  4. DARPA - Excalibur
  5. Naval Sea Systems Command (NAVSEA) - "Laser Weapon System (LaWS)
  6. Raytheon - helicopter-based High Energy Laser
  • სსრკ/რუსეთი(60-იანი წლებიდან დღემდე):
  1. «Аквилон»
  2. «Айдар»
  3. «Омега»
  4. «Терра-3» 
  5. 1К11 «Стилет»
  6. «Сангвин»
  7. 1К17 «Сжатие»
  8. А-60
  9. МЛТК-50 (სხვადასხვა ტექნოკატასტროფების სალიკვიდაციოდ, სერიული, წყარო - Мобильные лазерные технологические комплексы разработки ГНЦ РФ ТРИНИТИ)

P.S. ზემოთ მოყვანილი ლაზერული კომპლექსების ჩამონათვალი არასრულია. თუმცაღა მათი მიხედვით შეიძლება ელემენტარული წარმოდგენის შექმნა ამ ტექნოლოგიების რუსების ხელში არსებობის შესახებ. რეალურად არანაირი წინაღობა არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა აწარმოონ რუსებმა საბრძოლო ლაზერული კომპლექსები.

МЛТК-50

მთლიანობაში კიდევ რამდენიმე სიტყვას დავამატებდი (წყალქვეშა უპილოტო აღარ ჩავრთე, თუმცა მაგის შესახებაც ასე 5 წელია ვრცელდება ინფორმაციები რუსულ მასმედიაში). პირველ რიგში - აშშ-ს ოფიციალურმა მხარემ ტელეარხ FOX-ს განუცხადა რომ იცოდნენ ამ პროექტების შესახებ, მათ შორის ბირთვულძრავიანი ფრთოსანი რაკეტის შესახებაც, დაადასტურეს მისი გმოცდები და დასძინეს რომ რამდენიმე წრუმატებელი გამოდგა. როგორც ზემოთ ითქვა, ტექნოლოგიების არსებობა რუსების ხელში ეჭვს არ იწვევს, საეჭვოა რამდენიმე კომპლექსის მზადყოფნის და დახვეწის ალბათობა. ზოგიერთი რამე რეალურად სერიაშია, ზოგიერთ რამეს გეგმავენ, ზოგს ალბათ ვერც კი ჩაუშვებენ სერიაში. უბრალოდ აქ ერთი რამეა გასათვალისწინებელი - ეს პუტინის გამოსვლა ორ მიზანს ემსახურება. პირველი ელექტორატის ტვინის გამორეცხვა (ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ და ასე შემდეგ), მეორე - ეს სავარაუდოდ ვაჭრობის მცდელობაა. დასავლეთს ამეებს უჩვენებს, კუნთებს აათამაშებს და მერე ამ პროექტების დახურვის მიზნით რაიმეს გამოსტყუებს დასავლეთს. 
და არავის დაგავიწყდეთ რომ, ეს ყველაფერი არაა სიახლე და ამ ყველაფერზე აშშ-ც მუშაობს და ბევრ ადგილას უფრო წარმატებულადაც (ზოგან ჩამორჩენით, მაგალითად ბალისტიკურ რაკეტებში) და ბევრს სიცილის მაგივრად საკითხის სიღრმისეულ შესწავლას ვურჩევდი.

5 comments:

  1. შე დალოცვილო,თუკი ასეთი დონის ექსპერტი ხარ,წადი,ჩაბარდი რუსებსა და ან ძალიან დიდ ხელფასს მოგცემენნ,თუ კი მათ სამხედრო შეიარაღებებბის სისტემაში იმუშავებ,ანდა პირიქით,ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევ ამერიკასა და საქართველოს,თუკი რუსეთის სამხედრო მრეწველობას მცდარი გზით წაიყვან :D .

    ReplyDelete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. თქვენ სამხედრო ექსპერტის (ანალიტიკოსი) და ინჟინრის (ავიაკონსტრუქტორი, რაკეტმშენებელი, ფიზიკოსი) გარჩევა ისწავლეთ ჯობია სანამ სხვებს ''ჭკვიან'' რჩევებს მისცემთ :D

    ReplyDelete
    Replies
    1. ეს რაღა შუაშია?

      Delete
    2. ანუ პასუხი არ გაქვთ :D

      Delete