Wednesday, 7 February 2018

Falcon Heavy-ს საცდელი გაშვება - კოსმოსის ახალმა ეპოქამ სტარტი აიღო

SpaceX-მა პირველად განახორციელა Falcon Heavy-ს ტიპის ზემძმე რაკეტმზიდის გაშვება. გაშვების პირდაპირი ტრანსლიაცია YouTube-ს არხით ხორციელდებოდა. 
აღნიშნული რაკეტის შესახებ ბლოგზე ადრეც ვწერდი:
ილონ მასკის ზემძიმე კოსმოსური რაკეტა
კოსმოსური რაკეტმზიდის გაშვება ფლორიდაში მდებარე კენედის კომოური ცენტრის 39A კომპლექსიდან ადგილობრივი დროით 20:45 საათზე განხორციელდა.გაშვების შემდეგ, 20:53 წუთზე გვერდითი ამაჩქარებლები წარმატებით დაეშვნენ დასაშვებ მოედანზე (აღნიშნული ამაჩქარებლები პირველად წარმატებით 2016 წელს იქნა გამოყენებული). ხოლო, ოფიციალური განცხადების თანახმად, ცენტრალური ბლოკი დაკარგული იქნა (თუმცა მისი ხელმეორედ გამოყენება არც იგეგმებოდა).
კომპანია SpaceX-ში რაკეტა Falcon Heavy-ს მსოფლიოში ყველაზე მძიმე სერიულ რაკეტად ასახელებენ, მას დაბალ საყრდენ ორბიტაზე 63,8 ტონის, ხოლო მარსზე 17 ტონის მიტანა შეუძლია.
რაკეტმზიდმა მზის გაწელილ ორბიტაზე მარგი ტვირთის სახით, ავტომანქანა Tesla Roadster გაიყვანა, აღნიშნული ტრაექტორია დედამიწისა და მარსის ტრაექტორიებს კვეთავს. თვითონ მაკსი მისი უშუალოდ მარსის მიმდებარე ორბიტაზე გაყვანის ალბათობას მცირე შენსებს აძლევს. ამ პროექტის წარმატების შემთხვევაში 2018 წელს Falcon Heavy-ს კიდევ ორი ფრენა განხორციელდება. საუბარია მისიაზე Arabsat 6A (საუდის არაბების ინტერესებში) და Space Test Program 2 (აშშ-ს საჰაერო ძალებისთვის).

თანამგზავრის ორბიტა
Falcon Heavy-ს პირველი საფეხური ცენტრალური ბლოკისგან და მასზე დაყენებული ორი გვერდითი ამაჩქარებლისგან შესდგება, რომლებიც თავის მხრივ მძიმე რაკეტა Falcon 9-ის მოდერიზირებულ ვარინტებს წარმოადგენენ. ზემძიმე რაკეტის გაშვების ღირებულება 90-120 მილიონ დოლარადაა შეფასებული.

რაკეტის გაშვების მომენტი

გვერდითი ამაჩქარებლების სინქრონული დაბრუნება ხმელეთზე - კადრები კოსმოსური ფანთასტიკის ფილმიდან ამოღებულს გავს

ხელოვნცური თანამგზავრიდან (ტესლას ავტომანქანიდნ) გამოსახულების პირდაპირი ტრანსლიაცია

Falcon Heavy-ს გაშვების მომენტი

Falcon Heavy-ს გვერდითი ამაჩქარებლების დაბრუნდება ხმელეთზე - სინქრონი ძალიან ეფექტურად გამოიყურება

ილონ მასკის Tesla Roadster ღია კოსმოსში

საინტერესო ფაქტი - ელექტრონულ პლატებს თანამგზავრზე შემდეგი წარწერა ამშვენებს "დამზადებულია დედამიწაზე ადამიანების მიერ"

ინფორმაციისა და ფოტოვიდეომასალი ძირითადი წყაროები:

No comments:

Post a Comment