Friday, 9 February 2018

Boeing, Airbus და Bombardier საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ

მსოფლიო ავიაციის ინდუსტრიის უმსხვილესი მოთამაშეები Boeing, Airbus და Bombardier-ი საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ. ამის შესახებ „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
„2018 წლის ბოლოს ქვეყენაში ფუნქციონირებას დაიწყებს მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს. საქართველოში დამზადებული პროდუქცია თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიით იწარმოება, რაც საერთაშორისო დონის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. მნიშვნელოვანია, რომ სრული დატვირთვის შემდეგ, ქარხანაში 300-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება, რომელთა გადამზადებაშიც ისრაელის წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართული“,- განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის, სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა სრულდება. სამოქალაქო თვითმფინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა (ATC) პირველ პროდუქციას 2018 წლის ბოლოს გამოუშვებს.

წყარო - Boeing, Airbus და Bombardier საქართველოში წარმოებულ თვითმფრინავების ნაწილებს შეიძენენ


No comments:

Post a Comment