Wednesday, 20 December 2017

ქართული არმიის ახალი ტყვიამფრქვევი, ანუ M-240B vs ПК/ПКМ

საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ქართული არმია საბჭოთა ПК/ПКМ და მის ბულულგარული ვარიანტი MG-M1-ის ტიპის ტყვიამფრქვვებით იყო აღჭურვილი. თუმცა  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გასულ ოქტომბერს მათი ჩანაცვლება ამერიკული წარმოების M240B ტიპის ტყვიამფრქვევებით დაიწყეს (უკვე დაწყებულია პირადი შემადგენლობის გადამზადება, ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი - M240B ტყვიამფრქვევის მოვლა-შენახვისა და ექსპლუატაციის კურსი).
ამერიკული ტყვიამფრქვევი თავის მხრივ ბელგური FN-MAG-ის გაამერიკულებული ვერსიაა, რომლის წარმოებაც აშშ-ში გასული საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო და დღემდე გრძელდება (იწარმოება სხვადასხვა მოდიფიკაციებში და წონით კატეგორიებში, ყენდება ვერტმფრენებზე, საზღვაო საშუალებებზე, სახმელეთო ტექნიკაზე და ასე შემდეგ). ამ ბელგიურმა ტყვიამფრქვევმა მისი ამერიკული წინამორბედი და კონკურენტი, M-60 "ტახი", ამერიკის შეიარაღებული ძალების რიგებში ფატიურად სრულიად ჩაანაცვლა, თუ არ ჩავთვლით იმ მცირე რაოდენობას, რომელიც აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალებშია დარჩენილი.
პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ქართული ქვედანაყოფებისთვის არანაი რადიკალურ მოგებას ეს ცვლილება არ მოიტანს, რადგანაც ეს ბელგიური წარმოშობის ამერიკელი, ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემებით ფაქტიურად არაფრით არ განსხვავდება საბჭოთა/რუსული ПК/ПКМ-ისგან. ტყვიაც ანალოგიური სიმძლავრისაა. 

ისმის ლოგიკური კითხვა - მაშ რატომ დამატებითი ხარჯები?

ქვემოთ ამაზე ასუხს გაგცემთ, უბრალოდ სანამ პლიუს მინუსებზე გადავიდოდე გეტყვით რომ მუშაობის პრინციპით და დეტალებით ორივე ტყვიამფრქვევი ანალოგიურია და ორივეს აქვს თავისი პლიუსები და მინუსები.

მაშ ასე რა ხდება:

  • ქართული არმიის ტყვიამფრქვევებს რესურსი გაუვიდათ და საჭირო იყო ან მათი კაპიტალური რემონტი ან ჩანაცვლება - მგონი ჩანაცვლება უფრო სწორი ნაბიჯია, თუმცა უფრო ძვირიც ჯდება (თუმცა ადგილზე სარემონტო ბაზის არსებობის შემთხვევაში რა თქმა უნდა უფრო უპრიანი რემონტია, იმედია ეს დეტალი შესყიდვისას ჩვენებმა გაითვალისწინეს).
  • მეორე, და ჩემის აზრით ყვეაზე წონიანი არგუმენტი, ეს ამერიკული ტყვიამფრქვევის ქარხნნული პიკატინის მიმმართველებია - რაც მასზე სხვადასხვა სამიზნე მოწყობილობებისა და მიზანჩვენების ინფრაწითელი ხელსაწყოების დაყენების საშუალებას იძლევა. ამისი შესაძლებლობა ПК/ПКМ-ზე და მის ვარიაციებზე შეუძლებელი იყო (ყოველ შემთხვევაში ჩარევას და დამატებით გადაკეთებას/მოდერნიზაციას საჭიროებდა, რაც თავის მხრივ დამატებითი ხარჯებია).
  • ყბადაღებული NATO-ს სტანდარტები (თუმცა კაციშვილი ვერ ახსნის სადაა ეს სტანდარტები, როდესაც თურქული წარმოების 5,56მმ ტყვიებს ამერიკული M-4 ვერ მოიხმარს, ან ფრანგულ 120 მილიმეტრიან სატანკო ჭურვებს გერმანული Leopard-2). 
  • შევეშვათ სტანდარტებს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ფინანსურად მომგებიანი ეს საბრძოლო მასალების უნიფიკაციაა. მოდით დავითვალოთ ქართული არმიის შეიარაღებაზე არსებული მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის კალიბრების რაოდენობა - 5,45x39 (АК-74, АК-74СУ და РПК-74) 5,56x45 (M-4 და Negev), 7,62x51 (Galil-ები), 7,62x54 (ПК/ПКМ და СВД). ამ ბოლო ორის შეიარაღებიდან ამოღების შემთხვევაში ქვედანაყოფების უზრუნველყოფას ზედმეტი თავის ტკივილი მოეხსნებათ. ხო და პლლიუს ეს NATO-ს ყბადაღებული სტანდარტებიც გვექნება ხელზე დახვეული (თუმცა რაზეა საუბარი კაციშვილმა არ იცის).
ამვარად გვაქვს ორი ყველაზე წონიანი პლიუსი - ახალი, თანამედროვე პირობებთან ადაპტირებული ტყვიამფრქვევი და არმიაში ვახდენთ საბრძოლო მასალების უნიფიკაციას.

მინუსებზე ბევრს არ დავწერ:
  • ПК/ПКМ-თან შედარებისას ჩემი პირადი აზრით M-240B ძაან მცირედით განსხვავდება. უბრალოდ ეს ამერიკული ტყვიამფრქვევი შედარებით მძმეა (ლულის კოლოფს ამსისქე ფოლადის კორპუსი რად უნდა და თან დამოქლონებული, მაშინ როდესაც ПК/ПКМ დაშტამპული, თხელი კორპუსითაც საუკეთესო ტყვიამფრქვევია). მოკლედ თუ ტექნიკურ სახელმძღვანელოს დავუჯერებთ (რომელიც ინტერნეტში თავისუფლად მოიპოვება) M-240B-ს წონა 12,29კგ-ს უტოლდება, მაშინ როდესაც ПК/ПКМ-ის წონა 9 და 7,5 კილოა შესაბამისად.  პირდაპირ გეტყვით, მითრევია FN-MAG-იცა და ПК/ПКМ-იც, არანაირ სიამოვნებას არ განვიცდიდი დამატებით 3-5 კს თრევით. თუმცა ეს წონა მასიური, ფიქსირებული კონდახიანი ტყვიამფრქვევისთვისაა, ამ ტელესკოპური კონდახისთვის შეიძლება მოგება 300-400 გრამს აღწევდეს, მაგრამ მაინც, ნამეტნავი გადამძიმებული ტყვიამფრქვევია, თუმცა ეს მედალი ორ გვერდიანია - დიდი წონის დამსახურებით FN-MAG უფრო მდგრადია ჯერებით სროლისას და უფრო უკეთეს შექუჩულობას ჩვენებს.
M-240B-ს ტტმ  
(წყარო OPERATOR'S MANUAL FOR MACHINE GUN, 7.62MM, M240 (1005-01-025-8095); M240B (1005-01-412-3129); M240C (1005-01-085-4758) M240D (1005-01-418-6995); M240E1 (1005-01-252-4288) M240G (1005-01-359-2714); M240N (1005-01-493-1666))
P.S.  დანარჩენი მახასიათებლების შედარება და პლიუს მინუსების გარჩევა არ დავიწყე სპეციალურად, მოიპოვება ორივე მოდელის ტყვიამფრქვევის ტექნიკური სახელმძღვანელოები ინტერნეტში, მსურველებს შეუძლიათ გადმოწერონ და გაეცნონ (თუმცა ამისთვის რუსულისა და ინგლისური ენების ცოდნა იქნება საჭირო).



3 comments:

  1. შოთა,

    რესურსის შედარება თუ შეიძლება?

    ReplyDelete
    Replies
    1. რესურსი რისი? მანდ ბევრნაირი რესურსია - ლულის, რომელიმე ზამბარის, ან სხვა დეტალის. ყელა დეტალს თავისი რესურსი აქვს და ასევე არის მთლიანბაში ტყვიამფრქვევის რესურსი - მაგალითად ამა და ამის შეცვლით ტყვიამფრქვევი ამდენსა და ამდენს იმსახურებს კაპიტალურრემონტამდე. ლულებისა პლიუს მიუს ერთნაირი იქნება. მოიძიე ინტერნეტში, იქნება სადმე.

      Delete
    2. რუსულს ეს რესურსი აქვს, აი ამერიკელ ბელგიელს ვერ მოვუახე -
      Практический темп стрельбы пулемета ПКМ составляет 250 выстрелов в минуту. Максимальный темп стрельбы составляет 650 патронов в минуту. Ресурс ствола 17500 выстрелов.

      Delete