Friday, 22 December 2017

ილონ მასკის ზემძიმე კოსმოსური რაკეტა

ამერიკული კომპანიის,  SpaceX-ის მფლობელმა, ილონ მასკმა, Twitter-ში ზემძიმე რაკეტმზიდის, Falcon Heavy-ს აწყობილი პირველი საფეხურის ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოსურათებზე რაკეტმზიდის ცენტრალური ბლოკი და მასზე დამაგრებული გვრედითი ამაჩქარებლებია ასახული. 

"აფრენისას მაქსიმალური წევა 5,1 მილიონ ფუნტს უდრის, ან 2300 მეტრიკულ ტონას. პირველი მისია 92% სიმძლავრეზე იმუშავებს" - განაცხადა მაქსმა.
SpaceX-ის მფლობელმა ასევე დაიკვეხნა რომ, Falcon Heavy იმავე მოედნიდან  (LC-39A) აიღებს სტარტს, რომლიდანაც 1967 წლის 9 ნოემბერს პირველად იქნა გაშვებული ზემძიმე რაკეტა Saturn 5.
კონსტრუქციულად Falcon Heavy-ს პირველი საფეხური ცენტრალური ბლოკისგან და მასზე დამაგრებული ორი ამაჩქარებლისგან შედგება, რომლებიც თავის მხრივ საშუალოდმძიმე Falcon 9 ტიპის მოდერნიზირებულ პირველ საფეხურებს წარმოადგენენ. დაბალ საყრდენ ორბიტაზე მატარებელს 63,8 ტონის გაყვანა შეუძლია, გაშვების ღირებულება 90 მილიონ დოლარს გაუტოლდება.
Falcon Heavy-ს პირველი გაშვება 2018 წლის იანვარშია დაგეგმილი. როგორც მაქსი ვარაუდობს, 27 ძრავის სინქრონულ მუშაობაში არსებული პრობლემების მიზეზით, ის წარუმატებელი იქნება.

წყარო - Elon Musk

აქამდე ზემძიმე რაკეტების პროექტებმა (50 ტონა ტვირთამწეობის) მხოლოდ აშშ-ი მიაღწიეს მატარებლების აწყობამდე. გასულ საუკუნეში ამ კლასის სამი რაკეტა იქნა შექმნილი. აქედან ყველაზე წარმატებული, Saturn 5, ამერიკის მთვარის პროგრამაში გამოიყენებოდა. სსრკ-ში შემუშავებული Н-1 ტიპის მატარებლის ოთხივე სტარტი წარუმატებელი გამოდგა. მეორე საბჭოთა ზემძიმე მატარებელი, "Энергия", ორჯერ იქნა გაშვებული, ორივე ჯერზე წარმატებულად. ამ მომენტისთვის პროგრამები Saturn 5, Н-1 და "Энергия" დახურულებია.

No comments:

Post a Comment