Sunday, 12 March 2017

ირანში ტანკ Karrar-ის სერიული წარმოება დაიწყო


დღეს, 12 მარტს, ირანში უახლესი ტანკი, "Karrar" წარადგინეს, რაც თარგმანში "მოიერიშეს/შემტევს" ნიშნავს. დღესვე ამ ტანკის სერიული წარმოება დაიწყო.
ტანკის პრეზენტაციას ესწრებოდა ირანის თავდაცვის მინისტრი, ჰოსეინ დეჰგანი. მანქანის სერიული წარმოება ლურისტანის პროვინციაში არსებულ ქარხანა "ბენი ჰაშემში" დაიწყეს. ქარხანა ჯავშანტექნიკის წარმოებაზეა სპეციალიზირებული. როგორც ირანის საინფორმაციო სააგენტოები Fars და Tasnim იუწყებიან, ახალი ტანკი ყველა თანამედროვე მოწყობილობებითაა აღჭურვილი, მათ შორის თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემით, დამიზნებისა და სამიზნის აღმოჩენის სისტემებით და ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღისგან დაცვის კომპლექსით.
Karrar-ს შეუძლია მოძრაობაში და გაჩერებულ მდგომარეობაში აწარმოოს დამიზნებული ცეცხლის მოძრავ და უძრავ სამიზნეებზე, გადალახოს რთული წინაღობები და უზრუნველყოს ეკიპაჟის დაცვა. დეჰგანმა ახალ ტანკს ირანის არმიის სიმძლავრის სიმბოლო უწოდა.
ტანკის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ როგორც ვიდეოდან ჩანს მანქანა ირანული წარმოების 125მმ-ნი ქვემეხით არის აღჭურვილი, კორპუსისა და კოშკურის დაცვას სავარაუდოდ ორმაგი დინამიკური დაცვა (სიქით თუ ვიმსჯელებთ) და ცხაურები უზრუნველყოფენ. ტანკი ვიზუალურად ძალიან ჰგავს ცნობილი რუსულ ტანკს, T-90МС. თუმცა მისგან განსხვავებით, ირანული ტანკი Т-72-ის მოდერნიზაციაა. ასევე აღსანიშნავია რომ, ირანული ტანკი შედუღებული კოშკურითაა აღჭურვილი



No comments:

Post a Comment