Sunday, 12 May 2013

ტანკი Т-72Б3

როგორც ცნობილია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასულ წელს უარი განაცხადა ახალი Т-90А–ს შესყიდვაზე და აქცენტი მოდერნიზირებულ Т-72Б3–ზე გააკეთა. ეს ახალი (ძველი მაგრამ მოდერნიზირებული) ტანკი შარშან საკმაო რაოდენობით მიეწოდა ჩვენს საზღვართან მდებარე სამხრეთ სამხედრო ოლქს. წარმოგიდგენთ ამ ტანკის მოკლე ფოტო მიმოხილვას:

ახლად კაპრემონტ და მოდერნიზაცია გავლილი Т-72Б3 – გარეგნულად ტანკი წინამორბედისაგან გასხვავდება ღამის ინფრაწითელი პროჟექტორი Л-4А"Луна"–ს არ ქონით, რომლის ადგილზეც დინამიკური დაცვის დამატებითი ფილაა დაყენებული, ამას გარდა კოშკურაზე მოსჩანს თბოხედვის კამერით აღჭურვილი სამიზნე კომპლექსი "Сосна-У"
თბოხედვის კამერით აღჭურვილი სამიზნე კომპლექსი "Сосна-У"
მანქანის კოშკურიდან მოხსნილია ანტირადიაცული გარსსაკრი, ფოტოზე ასევე ჩანს გასროლილი ჭურვების მასრების ამოსაგდები სარქველი, რომლის მარცხენა მხარეზეც ქარის სიჩქარის გადამწოდის სამაგრზე დაყენებული ჰაერის ტემპერატურის გადამწოდის ცხაური
საზენიტო ტყვიამფრქვევის დაზგა ცვლილებების გარეშეა დატოვებული, ანუ ხელით იმართება
მეთაურის სამუშაო ადგილი ისევე პროისტორიული ТКН-3МК–თია აღჭურვილი
რეჟიმი "Дубль" მეთაურის მიერ ცეცხლის წარმოებას უზრუნველყოფს
მეთაურის სამუშაო ადგილი აღჭურვილია მემიზნის თბოხედვით აღჭურვილი სამიზნედან გამოსახულების გამომტანი ეკრანით, რომელიც მეთაურს ღამით ცეცხლის წარმოების საშუალებას აძლევს 
საარმიო ექსპულატაციის შედეგად ეკრანი დამცავი რკინის ხუფით აღჭურვეს – ჭურვების ჩატვირთვის დროს ეკიპაჟი ხშირად ეკრანს აზიანებდა
 ტანკი აღჭურვილია ულტრამოკლე ტალღური რადიოსადგური Р-168-"Акведук"–ით
რადიოსადსგურის კონტროლის ბლოკი
რადიოსადგურის მართვის ბლოკი (შიდა კავშირისა და კომუტაციის აპარატურა)
მეთაურის უკან განთავსებულია ტანკის ბალისტიკური გამომთვლელი (საკმარისია ჭურვის სახეობის შეყვანა, რის შემდეგაც გამომთვლელს სროლის სხვა პარამეტრები ავტომატურად შეყავს)
ტანკის ბალისტიკური გამომთვლელის მართვის ბლოკი
მემიზნე ოპერატორის სამუშაო ადგილი აღჭურვილია სამიზნე კომპლექსი "Сосна-У"–თი, რომელსაც შემდეგი არხები გააჩნია – ოპტიკური, თბოხედვის, ლაზერული მანძილმზომი და ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების არხი
მემიზნე ოპერატორის თბოხედვის კომპლექსის ეკრანი
თბოხედვის კომპლექსის მართვის ბლოკი
მემიზნის სათადარიგო სამიზნე – ძველი 1А40. ახალ თბოხედვის და ძველ სამიზნეს ერთდროულად მუშაობა არ შეუძლიათ 
 შიდა კავშირისა და კომუტაციის აპარატურა
 მძღოლ მექანიკოსის სამუშაო ადგილი
 


წყარო:

No comments:

Post a Comment