Sunday, 23 December 2012

ქართული არმიის სპეციალური ოპერაციების ძალები


ისტორია

საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში არაერთხელ ყოფილა მცდელობა  შექმნილიყო სამხედრო სპეციალური ქვედანაყოფების განვითარების მდგრადი სისტემა.
ამის მიღწევა შესაძლებელი მხოლოდ 1999 წელს გახდა. დაბა კოჯორში, მცირე ინტენსივობის კონფლიქტების შესწავლის ცენტრში, თურქი ინსტრუქტორების დახმარებით ქართული საჯარისო სპეციალური დანიშნულების ჯგუფების მომზადებისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო.
აღნიშნული პროგრამისა და სპეციალურ ქედანაყოფთა განვითარების ბაზაზე  სპეციალური დანიშნულების ბრიგადის შემადგენლობაში სპეც. დანიშნულების სკოლა შეიქმნა. სკოლა ინტენსიურად ჩაერთო საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების შექმნასა და განვითარებაში.
სპეციალური დანიშნულების სკოლამ  არაერთი ტრანსფორმაცია განიცადა. 2012 წლის აპრილში, სპეციალური ოპერაციების ძალების შემადგენლობაში, სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრი ჩამოყალიბდა. მის შემადგელობაში გაერთიანდა ოთხი სკოლა, რომელსაც შეუძლია მოამზადოს და გადაამზადოს სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა სპეციალურ დისციპლინებსა და პროგრამებში.
სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში მიმდინარე კურსები და პროგრამები  საერთაშორსო სტანდარტებს შეესაბამება. ცენტრი დაკომპლექტებულია არაერთი მაღალი კვალიფიკაციისა და საბრძოლო გამოცდილების მქონე სამხედრო მოსამსახურით. ინსტრუქტორებს განათლება და კვალიფიკაცია მიღებული აქვთ უცხოეთის (ა.შ.შ., თურქეთი და სხვა) დასავლური სტანდარტების სამხედრო სკოლებში.

ფუნქციები და ამოცანები

სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის სასწავლო ფუნქციები და ამოცანებია:

  • სამხედრო-სასწავლო დაწესებულებათა ინსტიტუციური ბაზის და ორგანიზაციული სფეროს განვითარება;
  • სასწავლო ცენტრში მიმდინარე სწავლებისა და წვრთნების კოორდინაცია და კონტროლი;
  • სასწავლო სკოლებში სამხედრო მოსამსახურეთა მაღალკვალიფიციური საერთაშორისო სტანდარტებით შესაბამისი მომზადება და გადამზადება;
  • სასწავლო პროგრამების დახვეწა, განვითარება და სასწავლო პროცესში მათი დანერგვა;
  • საქართველოს შეირაღებული ძალების ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის მიღება;
  • საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში წვლილის შეტანა;
  • სპეციალურ ამოცანების შესრულება და სპეციალური ოპერაციების ძალების სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა.

სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრში არსებული სკოლები და მათში შემავალი სასწავლო კურსები:

სპეციალური დანიშნულების სკოლა


არსებული კურსი:
  • სპეციალური დანიშნულების კურსი;
  • პისტოლეტიდან სროლის სპეციალური კურსი;
  • საზღვაო სპეციალური დანიშნულების კურსი;
დაგეგმილი კურსები:
  • პირადი დაცვის კურსი;
  • ანტიტერორისტული კურსი;


სპეც. დანიშნულების კურსი

კურსის დანიშნულება: კურსის დანიშნულებაა კურსანტმა შეიძინოს და გამოიმუშავოს სპეციალური ოპერაციების ჩატარებისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარები, განსაკუთრებით რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ საომართან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში. ეს დაეხმარება კურსანტს ჩამოყალიბდეს სპეციალური დანიშნულების მებრძოლად, რომელიც შეძლებს ვითარების სწრაფ შეფასებასა და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებას.  


კურსზე მისაღები კრიტერიუმები:
  • ასაკი - 21-დან 31 წლის ჩათვლით;
  • წოდება - რიგითიდან კაპიტნის ჩათვლით, კურსზე ჩაირიცხება ის პირადი შემადგენლობა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სპეცოპერაციების ძალების და შეიარაღებული ძალების რეინჯერის კურსი.
მისაღები მოთხოვნები
  1. ფიზიკური ტესტი
  • მიწიდან აზიდვა - 60 
  • მუცლის პრესი – 66
  • 3200მ სირბილი – არა უმეტესი 14:24წთ
  • ღერძზე აზიდვა - 10
      2. ინტელექტუალური დონის ტესტი;
      3. საერთო საჯარისო ცოდნის კომპლექსური ტესტი;
      4. მეთაურის რეკომენდაცია.      

გამსვლელი ქულა შეადგენს დასმული კითხვების 80% -ს

კურსზე ჩაირიცხებიან მოქმედი სამხედროები, რომლებსაც აქვთ დადებითი სამედიცინო დასკვნა და წარმატებით ჩააბარებენ მისაღებ ტესტებს.

ხანგრძლივობა - 31 კვირა

სასწავლო საგნები:
  • საცეცხლე მომზადება;
  • სამთო მომზადება;
  • აერომობილური მომზადება;
  • სამხედრო ტოპოგრაფია;
  • ტაქტიკური მომზადება;
  • სამედიცინო მომზადება;
  • კავშირგაბმულობა;
  • საინჟინრო მომზადება;
  • სამეთაურო მომზადება;
  • ფიზიკური მომზადება;
  • ხელჩართული ბრძოლის ხელოვნება;
  • სპეციალისტების მომზადება;          
  • მეკავშირე სპეციალისტის მომზადება;                                      
  • სამედიცინო სპეციალისტის მომზადება;            
  • იარაღის სპეციალისტის მომზადება;
  • ინჟინერ-ამფეთქებლის სპეციალისტის მომზადება.

რეინჯერთა მომზადების სკოლა

არსებული კურსი:
  • სპეციალურ ოპერაციების ძალების რეინჯერის კურსისათვის მოსამზადებელი  ეტაპი;
  • სპეციალურ ოპერაციების ძალების რეინჯერის კურსი;
  • შეირაღებული ძალების  რენჯერის კურსი.
დაგეგმილი კურსები:
  • თვითგადარჩენის კურსი.

სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერის კურსის მოსამზადებელი ეტაპი

კურსის დანიშნულებაა მსმენელები სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერის კურსისთვის მოამზადოს, სადაც ისინი  რეინჯერის კურსის წარმატებით გასავლელად საჭირო მინიმალურ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.

კურსზე მისაღები კრიტერიუმები:
  • მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე
  • ასაკი - 19-დან 30 წლის ჩათვლით;
  • სიმაღლე - 170 სმ და ზემოთ;
  • განათლება - საშუალო ან უმაღლესი;
  • სამედიცინო კომისიის დადებითი დასკვნა
მისაღები ტესტები იყოფა სამ ნაწილად:

   1. ფიზიკური ტესტი:
  • მიწიდან აზიდვა - 50
  • მუცლის პრესი – 50
  • 3200მ სირბილი – 16წთ
  • ღერძზე აზიდვა - 8
    2. თეორიული ტესტი (ზოგადი უნარ-ჩვევები)
  • გამსვლელი ქულა შეადგენს დასმული კითხვების 60%-ს
    3. გასაუბრება (კანდიდატზე ზოგადი ინფორმაციის მისაღებად)

 კურსის ხანგრძლივობა - 9 კვირა.
  •  სასწავლო საგნები:
  1. საცეცხლე მომზადება;
  2. საერთო საჯარისო ტაქტიკა;
  3. სამხედრო ტოპოგრაფია;
  4. საინჟინრო მომზადება;
  5. სამედიცინო მომზადება;
  6. კავშირგაბმულობა;
  7. ზოგადი საგნები;
  8. ფიზიკური მომზადება.
სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერის კურსი

კურსის მიზანია მსმენელმა მებრძოლის აუცილებელი თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა შეიძინოს და განსაკუთრებით რთული ფიზიკური ზეწოლის ქვეშ საომართან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში რეინჯერის მებრძოლის უნარები გამოიმუშავოს. რეინჯერის კურსი წარმატებული სამხედრო კარიერის შესაქმნელად აუცილებელი წინაპირობაა.


კურსზე მისაღები კრიტერიუმები:
  • მოქალაქეობა - საქართველოს მოქალაქე;
  • ასაკი - 19-დან 30 წლის ჩათვლით;
  • წოდება - რიგითიდან კაპიტნის ჩათვლით პირადი შემადგენლობა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT და რეინჯერის კურსისთვის მოსამზადებელი  ეტაპი) კურსი;
  • განათლება - საშუალო ან უმაღლესი განათლებით;
  • სამედიცინო კომისიის დადებითი დასკვნა
მისაღები ტესტები იყოფა ორ ნაწილად:

   1. ფიზიკური ტესტი
  • მიწიდან აზიდვა - 50
  • მუცლის პრესი –50
  • 3200მ სირბილი –არა უმეტესი 16 წთ
  • ღერძზე აზიდვა - 8
თეორიული კომპლექსური ტესტი, რომელიც მოიცავს:
  • ტაქტიკურ მომზადებას
  • საცეცხლე მომზადებას
  • საინჟინრო მომზადებას
  • ტოპოგრაფიას
  • კავშირგაბმულობას
  • ზოგად უნარჩვევებს
გამსვლელი ქულა შეადგენს დასმული კითხვების 70%-ს. ყველა ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით ჩააბარებს მისაღებ ტესტებს ჩაირიცხება სასწავლო კურსზე.

ხანგრძლივობა - 28 კვირა.

სასწავლო საგნები:
  • წყალზე მომზადება;
  • საცეცხლე მომზადება;
  • სამთო მომზადება;
  • აერომობილური მომზადება;
  • თვითგადარჩენა;
  • სამხედრო ტოპოგრაფია;
  • ტაქტიკური მომზადება;
  • სამედიცინო მომზადება;
  • კავშირგაბმულობა;
  • საინჟინრო მომზადება;
  • ფიზიკური მომზადება. 
შეიარაღებული ძალების რეინჯერის კურსი

კურსის დანიშნულებაა შეიარაღებული ძალების კაპრალ-სერჟანტებმა და ოფიცრებმა სამეთაურო, ტაქტიკური და საბრძოლო  უნარები გამოიმუშავონ და შეიძინონ ლიდერის თვისებები, განსაკუთრებით რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, საომართან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში. ეს დაეხმარება მათ ჩამოყალიბდნენ ლიდერებად, შეძლონ ვითარების სწრაფი შეფასება და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება, ასევე, პირადი შემადგენლობის მართვა და მოტივირება.


კრიტერიუმები:
  • ასაკი - 19-დან 40 წლის ჩათვლით;
  • წოდება - რიგითიდან კაპიტნის ჩათვლით,
კურსზე ჩაირიცხება ის პირადი შემადგენლობა, რომლებიც მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და მოიაზრებიან ან დანიშნულნი არიან სამეთაურო თანამდებობაზე (ათეულის, ოცეულის, ასეულის სერჟანტის, ოცეულის მეთაურის და ასეულის მეთაურის თანამდებობაზე).

მისაღები მოთხოვნები

   1. ფიზიკური ტესტი
  • მიწიდან აზიდვა - 49
  • მუცლის პრესი – 59
  • 8000მ სირბილი – არა უმეტესი 40 წთ
  • ღერძზე აზიდვა - 6
  • აღჭურვილობით მარშ-ნახტომი 25კმ - 4სთ.30წთ
  • ძელზე გავლა და წყალში ხტომა - 10 მ
   2. ინტელექტუალური დონის ტესტი;
   3. საერთო საჯარისო ცოდნის ტესტი;
   4. სახმელეთო ნავიგაციის ტესტი;
   5. სამედიცინო კომისიის დასკვნა;
   6. მეთაურის რეკომენდაცია;

გამსვლელი ქულა შეადგენს დასმული კითხვების 60%-ს. ყველა ის კანდიდატი, რომელიც წარმატებით ჩათვლის მისაღებ ტესტებს ჩაირიცხება რეინჯერის კურსზე.

ხანგრძლივობა - 67 დღე.

სასწავლო საგნები:
  • საცეცხლე მომზადება;
  • სამთო მომზადება;
  • აერომობილური მომზადება;
  • სამხედრო ტოპოგრაფია;
  • ტაქტიკური მომზადება;
  • სამედიცინო მომზადება;
  • კავშირგაბმულობა;
  • საინჟინრო მომზადება;
  • ბრძოლა დასახლებულ პუნქტში.


სნაიპერთა მომზადებს სკოლა

  • საჯარისო სნაიპერთა მომზადების კურსი;
  • სპეციალური დანიშნულების სნაიპერის კურსი;
საჯარისო სნაიპერთა მომზადების კურსი


კურსის დანიშნულებაა მომზადდეს კურსანტი სნაიპერული შაშხანით სროლაში და სნაიპერული მოქმედებების ტაქტიკაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. 

კრიტერიუმები:
  • ასაკი - 18-დან 40 წლის ჩათვლით;
  • წოდება - რიგითიდან კაპიტნის ჩათვლით.
  • კურსზე ჩაირიცხება ის პირადი შემადგენლობა, რომლებიც არიან მოქმედი სამხედროები და გააჩნიათ დადებითი სამედიცინო დასკვნა.
მისაღები მოთხოვნები:
  • საერთო საჯარისო ცოდნის ტესტი;
  • მეხსიერების ტესტი;
  • სნაიპერული იარაღიდან სროლის ტესტი.
გამსვლელი ქულა შეადგენს დასმული კითხვების 60%-ს - ხანგრძლივობა -  8 კვირა

 სასწავლო საგნები:
  •  საცეცხლე მომზადება;
  •  სნაიპერის ტაქტიკა.
სპეციალური დანიშნულების სნაიპერის კურსი


კრიტერიუმები:
  • ასაკი - 21-დან 31 წლის ჩათვლით;
  • წოდება - რიგითიდან კაპიტნის ჩათვლით.
მისაღები მოთხოვნები:

   1. საერთო საჯარისო ცოდნის ტესტი;
   2. მეხსიერების ტესტი;
   3. სნაიპერული იარაღიდან სროლის ტესტი;
   4. ფსიქოლოგიური ტესტი;
   5. საცეცხლე მომზადება (ექსპერტი ან I კლასი);
   6. ფიზიკური ტესტი

მიწიდან აზიდვა - 60
მუცლის პრესი – 66
3200მ სირბილი – არა უმეტესი 14:24წთ
ღერძზე აზიდვა - 10

კურსზე ჩაირიცხება სპეციალური ოპერაციების ძალების პირადი შემადგენლობა
ხანგრძლივობა - 12 კვირა

სასწავლო საგნები:
  • საცეცხლე მომზადება;
  • სნაიპერის ტაქტიკა;
  • სნაიპერის ბილიკი;
  • თვითგადარჩენა;
  • სპეც. დაზვერვა.
გამსვლელი ქულა შეადგენს დასმული კითხვების 70%-ს



საპარაშუტო მომზადების სკოლა
  • პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსი;
  • პარაშუტისტის წყალზე მომზადების კურსი;
  • თავისუფალი ვარდნის კურსი;
  • პარაშუტის მკეცავის მომზადების კურსი;
  • მიწისზედა ინსტრუქტორ-პარაშუტისტის მომზადების კურსი.
პარაშუტისტის პირველადი მომზადების კურსი


კურსის დანიშნულება მედესანტეების მომზადებაა, რომლებიც შეძლებენ შეასრულონ საპარაშუტო ხტომები ინსტრუქტორის ზედამხედველობით, იძულებითი გახსნის პარაშუტით, მარტივ მეტეოროლოგიურ პირობებში, საშუალო სიმაღლიდან, საშუალო სიჩქარით, ტვირთით და იარაღით.

კრიტერიუმები:               
  • ასაკი და წოდება - შეუზღუდავი
  • კურსზე ჩაირიცხებიან მოქმედი სამხედროები, რომლებსაც გააჩნიათ დადებითი სამედიცინო დასკვნა.
ხანგრძლივობა - 3 კვირა

სასწავლო საგნები:
  • პარაშუტის განვითარების ისტორია;
  • პარაშუტი მატერიალური ნაწილი;
  • პარაშუტით გადმოხტომის თეორიული მომზადება;
  • აროდრომზე გადაადგილების წესი;
  • საფრენი აპარატის დათვალიერება-გაცნობა;
  • პარაშუტით ხტომის ელემენტების დამუშავება მიწაზე;
  • განსაკუთრებული შემთხვევები პარაშუტით ხტომის დროს;
  • პარაშუტის დაკეცვა;
  • საპარაშუტო ხტომების პრაქტიკული შესრულება.
პარაშუტისტის წყალზე მომზადების კურსი

კურსის დანიშნულებაა მოვამზადოთ მედესანტეები, რომლების შეძლებენ საპარაშუტო ხტომების შესრულებას ხმელეთზე და წყალზე  ინსტრუქტორის ზედამხედველობით, იძულებითი გახსნის პარაშუტით, მარტივ მეტეოროლოგიურ პირობებში, საშუალო სიმაღლიდან, საშუალო სიჩქარით, ტვირთით და იარაღით.

პროგრამა  ითვალისწინებს 7 საპარაშუტო ნახტომს, აქედან პირველი, მეორე და მესამე ნახტომები იძულებითი გახსნით  - გასაცნობი. მეოთხე ნახტომი იძულებითი გახსნით და სატვირთო  კონტეინერით. მეხუთე ნახტომი იძულებითი გახსნით სატვირთო კონტეინერით და იარაღით. მეექვსე ნახტომი იძულებითი გახსნით წყალზე - გასაცნობი და მეშვიდე ნახტომი იძულებითი გახსნით წყალზე სატვირთო კონტეინერით. კურსანტებმა, რომლებმაც არ იციან ცურვა კურსზე არ დაიშვებიან.

თავისუფალი ვარდნის კურსი


კურსის დანიშნულებაა მედესანტეების მომზადება, რომლებიც შეძლებენ შეასრულონ თავისუფალი ვარდნის საპარაშუტო ხტომები, თავისუფალი გახსნის პარაშუტით, მარტივ და რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში, მაღალი და საშუალო სიმაღლიდან, ტვირთით და იარაღით.

კრიტერიუმები:
  • ასაკი და წოდება - შეუზღუდავი.
  • კურსზე ჩაირიცხებიან მოქმედი სამხედროები, რომლებსაც გააჩნიათ დადებითი სამედიცინო დასკვნა.
ხანგრძლივობა - 3 კვირა

სასწავლო საგნები:
  • პარაშუტით გადმოხტომის თეორიული მომზადება;
  • პარაშუტით ხტომის ელემენტების დამუშავება მიწაზე;
  • განსაკუთრებული შემთხვევები პარაშუტით ხტომის დროს;
  • პარაშუტის დაკეცვა;
  • საპარაშუტო ხტომების პრაქტიკული შესრულება.
პარაშუტის მკეცავის მომზადების კურსი

კურსის დანიშნულებაა ვასწავლოთ სამხედრო მოსამსახურეებს ,,ტ-10ბ” და ,,ტ-10რ”-ის პარაშუტის ტ.ტ.მ., დაკეცვა-შემოწმება, მოვლა-პატრონობა და შენახვა.

კრიტერიუმები:
  • ასაკი და წოდება - შეუზღუდავი
  • კურსზე ჩაირიცხებიან მოქმედი სამხედროები, ვინც გაიარა პირველადი საპარაშუტო მომზადება, აქვთ შესრულებული 5 საპარაშუტო ნახტომი და გააჩნიათ დადებითი სამედიცინო დასკვნა.
კურსის ხანგრძლივობა - 12 სასწავლო დღე.

პროგრამა  ითვალისწინებს 2 საპარაშუტო ნახტომს იძულებითი გახსნით

მიწისზედა ინსტრუქტორ-პარაშუტისტის მომზადების კურსი

კურსის დანიშნულებაა სამხედრო მოსამსახურეებმა შეისწავლონ საპარაშუტო თეორიული და მიწისზედა მომზადების მეცადინეობის ჩატარების მეთოდიკა, საპარაშუტო ხტომების ჩატარების ორგანიზება და საბუთების წარმოების წესი, საპარაშუტო-სადესანტო ინსტრუქტორთა ჯგუფის მოვალეობები.

კრიტერიუმები:
  • ასაკი და წოდება - შეუზღუდავი
  •  კურსზე მიიღებიან ის სამხედრო მოსამსახურეები, ვინც გაიარა პირველადი საპარაშუტო მომზადება და აქვთ შესრულებული 35 საპარაშუტო ნახტომი.    
კურსის ხანგრძლივობა - 7 სასწავლო დღე.

საპარაშუტო ხტომების პრაქტიკული შესრულება - 3 დღე.

პროგრამა ითვალისწინებს 6 საპარაშუტო ხტომის შესრულებას, აქედან პირველი, მეორე და მესამე ნახტომები იძულებითი გახსნით. მეოთხე ნახტომი იძულებითი გახსნით და სატვირთო  კონტეინერით. მეხუთე და მეექვსე ნახტომი იძულებითი გახსნით სატვირთო კონტეინერით და იარაღით.

No comments:

Post a Comment