среда, 25 апреля 2018 г.

ქართული არმიის ახალი სარემონტო ბაზები და ჯავშან სახანძორები

თავდაცვის სამინისტროს გვერდზე საინტერესო ნიუსი გავრცელდა - თავდაცვის სამინისტროს ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება.

თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ტექნიკა ახალ სარემონტო ბაზებზე შეკეთდება ლოგისტიკის დღესთან დაკავშირებით საავტომობილო ტექნიკის ახალი ბაზა დღეს თავდაცვის მინისტრმა გახსნა. 25 აპრილი ლოგისტიკის დღეა. სარემონტო ბაზის მთავარ დანიშნულებას მსუბუქი და სატვირთო საავტომობილო და სპეციალური ტექნიკის შეკეთება-გარემონტება წარმოადგენს. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სარემონტო ბაზები ყველა ბრიგადის ტერიტორიაზე შეიქმნება და უწყება საავტომობილო და მძიმე ტექნიკის საკუთარი ძალებით შეკეთების შედეგად სამჯერ მეტ თანხას დაზოგავს. საავტომობილო ტექნიკის სარემონტო ბაზაზე დღეს საზეიმო ცერემონიალიც გაიმართა, ახალწვეულებმა ფიცი დადეს, რის შემდეგაც ახალი ცეცხლმაქრი ყველგანმავლის პრეზენტაცია გაიმართა. ლოგისტიკის სარდლობამ ახალი მუხლუხოებიანი ტექნიკა შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის სარემონტო ცენტრში დაამზადა. ქართველ ლოგისტიკოს სამხედრო მოსამსახურეებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად მიულოცეს. ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტრომ 2018 წელი „ლოგისტიკის წლად“ გამოაცხადა. მინისტრის თქმით, რეფორმების მიზანია ხარჯების ოპტიმიზაციისა და დაზოგვის პარალელურად ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარება. მინისტრის თქმით, რესურსების მართვის ინტეგრირებული სისტემის ჩამოყალიბებაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რაც გულისხმობს ქვედანაყოფების შტატისა და აღჭურვილობის სიების საფუძველზე ერთიანი საინფორმაციო სისტემისა და მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ლოგისტიკური უზრუნველყოფის ეფექტურობის გაზრდას. ლოგისტიკის რეფორმის ფარგლებში მართვის ავტომატიზებული პროგრამის დანერგვაც იგეგმება, რომელიც არსებული საკუთრებისა და ინფრასტრუქტურული ნაგებობების მართვას გააადვილებს. პარალელურად მიმდინარეობს სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე მარაგების განსაზღვრა და დაგეგმვა. მიმდინარეობს მუშაობა თავდაცვის გეგმის შესაბამისი ინფრასტრუქტურის გრძელვადიანი განვითარების ხედვის ჩამოყალიბებასა და თანამედროვე სტანდარტების სასაწყობე მეურნეობის განვითარებაზე.

სიახლეს შემდეგი ვიდეო და ფოტოები ახლდა, რომლებზეც ასახულია ორი ქართული წარმოების მანქანა. პირველი МТ-ЛБ-ს ბაზაზე შექნილი სახანძრო მანქანა, ხოლო მეორე БМП-1-ის ბაზაზეა შექმნილი და კონსტრუქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ (ცხაურები შუშებზე, ციმციმა სახურავზე, გაზრდილი სატრანსპორტო ნაკვეთური) ისიც სახანძროს მიზნებს ემსახურება და სავარაუდოდ მეხანძრეების გათვლის გადასაყვანადაა შექმნილი. როგორც ჩანს ხელისუფლებამ შარშანდელი ტყის ხანძრების შემდეგ იაფი და ეფექტური საშუალების გამონახვა სცადა. თავის მხრივ МТ-ЛБ-ს ბაზაზე სახანძრო მანქანა საკმაოდ საინტერესო რამეა, მაღალი გამავლობით და სიიაფით გამოირჩევა, ცოტა წყალმტყორცნის ავტომატიზირებასაც თუ მოახდენენ, მთლად უკეთესი ქინება. 

Комментариев нет:

Отправить комментарий