вторник, 24 апреля 2018 г.

აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცა - პრობლემები, ეფექტურობა, მომავლის გეგმები


გასულ მარტს, აშშ-ს პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის მიერ, "სტრატეგიული თავდაცვითი ინიციატივის" წარმოდგენიდან, 35 წელი შესრულდა. მაშინ სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა გააზიარა თავისი წარმოდგენა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების შესახებ, რომლებიც რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ტექნოლოგიების განვითარების წყალობით, "დაუძლურდა და მოძველდა". მან ასევე აღნიშნა რომ, ამ გზაზე "იქნებოდა როგორც წარუმატებლობები და პრობლემები, ასევე წარმატებები და გარღვევები". რეიგანის გაფრთხილება ყველაზე კარგად ასახავს ქვეყნის ბალისტიკური რაკეტებისგან თავდაცვის ერთადერთი საშუალების, GMD-ს (Ground-based Midcourse Defense System), რეალურ მდგომარეობას.

თვით ყველაზე გულმხურვალე მომხრეებიც კი აღიარებენ რომ, GMD ბევრ წარუმატებლობას განიცდის. მისი გამოცდების დროს ბევრ შეფერხებას ჰქონდა ადგილი, ბოლო სერიოზულ პრობლემას სისტემა 2013 წლის ივლისში წააწყდა. მიუხედავად ამისა, ბოლო წლებში GMD-მ წარმატებით გაიარა გამოცდები და გზად ბევრი განახლებაც მიიღო, რომელთა წყალობითაც სისტემა უფრო საიმედო და ეფექტური გახდა. ასევე გაიზარდა კომპლექსის ბიუჯეტიც, რაც ბალისტიკური რაკეტებისთვის მას კიდევ უფრო დიდ გამოწვევად აქცევს.


GMD-ს გარდატეხვის წერტილი


GMD-ს ყველაზე კრიტიკულ კომპონენტს, ანტირაკეტის მარგი ტვირთი, "ატმოსფეროს გარეთ გამანადგურებელი მოწყობილობა" (Exoatmospheric Kill Vehicle - EKV) წარმოადგენდა, რომელმაც ატმოსფეროში შემომავალი რაკეტები უნდა გაანადგუროს. EKV ორი თაობითაა წარმოდგენილი, ეგრეთ წოდებული "გაუმჯობესებული შესაძლებლობების" (Capability Enhancement) მქონე I და II მოწყობილობები, ან შემოკლებით CE-I და CE-II. CE-I-მა გამოცდებზე თავი წარმატებით უჩვენა, მისგან განსხვავებით CE-II-ის ტესტები წარუმატებელი გამოდგა, მან მხოლოდ 2014 წლის 22 ივნისს მოახერხა წარმატებით სამიზნის განადგურება. ამას მოყვა 2016 წლის 28 იანვარს განხორციელებული წარმატებული (სამიზნისთვის გზის გადაჭრის გარეშე) საფრენოსნო გამოცდა. CE-II-ის წარმატებულმა გამოცდებმა დაადასტურეს რომ, სააგენტოს შეუძლია აღმოაჩინოს პრობლემები და მოახდინოს მათი დროული ლიკვიდაცია.

2017 წელი GMD-ს წელი გახდა. 30 მაისს, "სარაკეტო თავდაცვის სააგენტომ" (Missile Defence Agency - MDA), რეალური სამიზნის იმიტატორის გამოყენებით, პირველად განახორციელა კომპლექსის გამოცდა. სააგენტოს ყოფილი დირექტორის, ვიცე ადმირალ ჯიმ შაირინის (Jim Syring) სიტყვების თანახმად: "მან ფაქტიურად მოახდინა იმ ოპერატიული სცენარის მოდელირება, რომელიც ჩვენ გვაწუხებდა".

ამის შესახებ ბლოგზე უკვე ვწერდი, იხილეთ სტატია შემდეგ ბმულზე:

ამ გამოცდებმა სხვა ორი კრიტიკული შენიშვნის გაქარწყლებაც მოახდინა - რომ GMD-ს გამოცდები რეალობისგან შორსაა და რომ ის არასოდეს არ შეხვედრია საკონტინეტთაშორისო ბალისტიკურ რაკეტას. GMD-სთვის გასული წელი სხვა რამითაც იყო ღირსშესანიშნავი, 44 ცალი გზაგადმჭრელი რაკეტაა წარმატებით იქნა დამონტაშებული, ალიასკაში მდებარე, ფორტ გრილის გამშვებ ჭებში.

ანტირაკეტის მარგი ტვირთი, Raytheon-ის წარმოებული, შემომავალი რაკეტების, "ატმოსფეროს გარეთ გამანადგურებელი მოწყობილობა" 

დიდი ფინანსური სტიმული GMD-სთვის


2017 წლის ნოემბერში, ჩრდილოეთ კორეის მიერ, საკონტინენტთაშორისო რაკეტის, Hwasong-15-ის, გამოცდების შემდეგ, - რომელსაც შეუძლია აშშ-ს ტერიტორიის ნებისმიერ წერტილს მისწვდეს - დონალდ ტრამპმა და კონგრესმა სასწრაფო ნაბიჯები გადაგეს და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის დაფინანსება საგრძნობლად გაზარდეს. 2017 წლის სექტებერში, კონგრესმა, თეთრის სახლის მიერ ბიუჯეტის შესწორებას თანხმობა მისცა, რის შედეგადაც რსთ თავდაცვისთვის დამატებით 249 მილიონი დოლარი იქნა გამოყოფილი. თანხის ძირითადი ნაწილი დამატებით 20 ცალი გზაგადამჭრელი რაკეტის შესაძენად იქნება გამოყენებული. ამ წლის მარტში MDA-ს 11,5 მილიარდი დოლარის დაფინანსება დაუმტკიცდა. ეს სერიოზული ფინანსური ლოკომოტივია და ყველაზე მსხვილ ფინანსურ ასიგნაციას წარმოადგენს, რომელიც სააგენტოს აქამდე მიუღია.

აშშ-ს რსთ დაფინანსების გაზრდის შესახებ ბლოგზე არაერთხელ დაიწერა, იხილეთ სტატიები შემდეგ ბმულებზე:


ახლო მომავლში მოსალოდნელი გაუმჯობესება


უახლოეს წლებში ახალი პროგრამები GMD-ს ეფექტურობას კიდევ უფრო გაზრდის. 2020 წლისთვის მზად იქნება შორეული მოქმედების რადარი (Long Range Discrimination Radar - LRDR), ის იმსახურებს როგორც საფრთხეების შორ მანძილზე აღმომჩენი გადამწოდი. LRDR-ის მიზანია აღმოაჩინოს შემომავალი რაკეტა ხარვეზებისა და სატყუარებისგან შემდგარ საფრთხეების ღრუბელში.

MDA, სავარაუდოდ 2022 წლისთვის, ახალი, გაუმჯობესებული "გამანადგურებელი მოწყობილობის" (Redesigned Kill Vehicle - RKV) მიღებას დაიწყებს. RKV-ს უფრო გამარტივებული დიზაინითა და წინა თაობისგან განსხვავებით უფრო საიმედო და გამოცდილი კომპონენტებით იქნება აღჭურვილი.


შორეული გეგმები


"რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ხანგრძლივი განვითარების მიმოხილვა" მომავალში სააგენტოს გზამკვლევი უნდა გახდეს. რსთ კომპლექსები მიიღებენ ისეთ შესაძლებლობებს, როგორებიცაა მაგალითად "მრავალ ობიექტიანი გამანადგურებელი მოწყობილობა" (Multi-Object Kill Vehicle - MOKV), რომელიც ერთ ანტირაკეტას კოსმოსში რამდენიმე სამიზნის განადგურების შესაძლებლობას მისცემს. MDA-ს გეგმების თანახმად, MOKV პროგრამის შესაძლებლობების დემონსტრირება, 2025 წელს უნდა განახორციელედეს.

მომავალში MDA განსაზღვრავს ანტისარაკეტო თავდაცვისთვის აღმოსავლეთ სანააპიროს მონაკვეთს, ამ მიზნისთვის ბაზა სამი ლოკაციიდან შეირჩევა, ესენია: ფორტ კასტერი (მიჩიგანი), კემპ რავენნა (ოჰაიო) და ფორტ დრამი (ნიუ ორკი). პოტენციური ახალი ბაზა საგრძნობლად გაზრდის GMD-ს მოქმედების არეალს და მის გამტარ შესაძლებლობებს.

რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვისთვის ასევე განხილული იქნება კოსმოსის გამოყენებაც. ბალისტიკური რაკეტების შუალედური ტრაექტორიის კონტროლისთვის, კოსმოსში, სენსორების დაჯგუფების შექმნას, მხარი დაუჭირა როგორც MDA-ს ხელმძღვანელმა, გენერალ ლეიტენანტმა სემ გრივსმა (Sam Greaves), ასევე აშშ-ს სტრატეგიული მეთაურობის ხელმძღვანელმა, გენერალმა ჯონ ჰაიტენმა (John Hyten).


წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий