четверг, 12 апреля 2018 г.

აშშ: სირიაში ანალიზებმა ქიმიური მოწამვლის შედეგები უჩვენა


როგორც ტელეარხ MSNBC NEWS-ი იუწყება, აშშ საკმარისად დარწმუნებულია რომ, ქიმიური იერიში, რომლის დროსაც ქალაქ დოუმაში ათობით ადამიანი დაიღუპა, სირიის რეჟიმმა განხორციელა. ეს ერთ-ერთი უკანასკნელი ქალაქია ამ რაიონში, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ მეამბოხეები. აშშ-ს მაღალი რანგის მოხელეების განცხადების თანახმად, ქიმიური იერიშის შედეგად დაზარალებულთა სისხლისა და შარდის ანალიზმა ნერვულ აგენტებზე და ქლორზე დადებითი შედეგები უჩვენა.


წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий