пятница, 9 марта 2018 г.

აშშ-ს ანტისარაკეტო სისტემა და ჰიპერბგერითი საფრთხეები

ქართველმა ადეპტებმა, პუტინის მიერ ახალი რუსული ჰიპერბგერითი ბლოკებისა და რაკეტების შესახებ ინფორმაციის გახმოვანების შემდეგ ბევრი იცნიეს. აშშ-ს თავდაცვის სამინისტრომ უსმინა, უსმინა და გადაწყვიტა არ დაეჯერებინა ქართველი ადეპტებისთვის და ჰიპერბგერითი იარაღისგან თავდაცვითი სისტემის შექმნაზე დაიყო ფიქრი. ქვემოთ ყველაზე საინტერესოა:

გენერალი ჯონ ჰაიტენი, 2018 წლის 28 თებერვალს AUSA-2018-ზე სიტყვით გამოსვლის მომენტში
აშშ-ს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის გენერალმა, ჯონ ჰაიტენმა (John Hyten), 2018 წლის თებერვალს, აშშ-ს არმიის რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ასოციაციის კონფერენციაზე, სიტყვით გამოსვლისას, რუსეთისა და ჩინეთის ჰიპერბგერითი შეიარაღების წინააღმდეგ საბრძოლველი საშუალებების შესახებ ისაუბრა. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი Defense News იუწყება (სტატია იხილეთ ბმულზე - US Strategic Command chief: It’s taking way too long to get space-based missile defense)
გენერალი, ბალისტიკური და ჰიპერბგერითი საფრენი აპარატების გაშვების გაფრთხილებისა და ლიკვიდაციის მიზნით, ხელისუფლებას კოსმოსური შეკავების საშუალებებზე სთხოვს ყურადღების კონცენტრირებას. "ამგვარი გადამწოდი შესძლებს რაკეტას მისი ბალისტიკური ტრაექტორიის შუა მონაკვეთზე ადევნოს თვალყური (მაშინ, როდესაც ატმოსფეროს გარეთ არსებული საბრძოო ქობინი რაკეტა-მატარებლისგან განცალკევებას ახორციელებს), და ამას გარდა კოსმოსიდან შესძლებს სხვა არსებული საფრთხეების, ისეთების როგორებიცაა ჰიპებგერითი იარაღი, დაზვერვასა და აღმოჩენას" - განაცხადა გენერალმა. 
კოსმოსიდან ჰიპერბგერითი აპარატის აღმოჩენის შემდეგ, მისი განადგურება კოსმოსური გადამწოდის გამიზვნით, ტრადიციული სახმელეთო ან საზღვაო საშუალების გამოყენებით უნდა მოხდეს.

როგორც ჰაიტენი ფიქრობს, ამჟამად აშშ-ს განკარგულებაში არსებული, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საშუალებები, ჰიპერბგერითი საფრენი აპარატების აღმოსაჩენად მზად არაა. კერძოდ, პენტაგონი დღეს მხოლოდ ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ საბრძოლველად განკუთვნილ ინფრასტრუქტურას ფლობს. 
 ამერიკელი გენერალი აღნიშნავს ჰიპერბგერით იარაღს და მასთან ბრძლაზე ყურადღების გამახვილების აუცილებლობას
სტრატეგიული სარდლობის მეთაური აღნიშნავს რომ, ფედერალური ხელისუფლება რეგულარუად აიგნორირებს სამხდროების საბიუჯეტო მოთხოვნებს, რომელთა მიზანსაც ბალისტიკური რაკეტებისა და ჰიპერბგერითი საფრენი აპარატების აღმოჩენისა და განადგურების კოსმოსური ბაზირების საშუალებების დაფინანსება წარმოადგენს. 
ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ, პენტაგონის 2019 წლის ბიუჯეტში, ნაწილობრივ ჰიპერბგერითი საფრთხეების საწინააღმდეგოდ სამოქმედო საშუალებების დაფინანსებაცაა ჩადებული.  
P.S. ჰმ, ძალიან მაინტერესებს რატომ გადაწყვიტა ეს პენტაგონმა? აუცილებლად გამოვაცხადოთ მობილიზაცია და ქართვეის ადეპტების ტაქტიკური დაჯგუფება მივავლინოთ აშშ-ს თავდაცვის სამინისტროში, იქნება და მულტფილმთან საბრძოლველად მილიარდების დახარჯვაზე ხელი ააღებინონ.

Комментариев нет:

Отправить комментарий