среда, 7 марта 2018 г.

აშშ-ს საჰაერო ძალები ბოლო წლების განმავლობაში ავიაპარკის საბრძოლო მზადყოფნის პრობლემებს განიცდის

აშშ-ს სამხედრო პორტალ, "Military Times"-ზე, აშშ-ს სამხედრო საჰაერო პარკის მდგომარეობის შესახებ, საკმაოდ საინტერესო მონაცემები გამოქვეყნდა. მონაცემები 2017 ფინანუსრ წელს ეხება (დამთავრდა 2017 წლის 30 სექტემბერს), ვებგვერდზე ასევე მოყვანილია წინა წლების მდგომარეობასთან შედარება.

სტატიაში აღნიშნულია აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაპარკის საბრძოლო მზადყოფნის მუდმივად შემცირებადი ხარისხი, ამასთან საკმაოდ საგრძნობია მე-5 თაობის, Lockheed Martin F-22A და Lockheed Martin F-35A მზადყოფნის დაბალი დონე.

აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაპარკის მზადყოფნის მაჩვენებელი ბოლო წლებში ტიპების მიხედვით
წყაროს თანახმად, ავიაპარკის მზადყოფნის შემცირების ძირითად მიზეზს, ავღანეთში, ერაყში და სირიაშია მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები, ხოლო ახლა დამატებით ჩრდილოეთ კორეის, ჩინეთისა და რუსეთის "შესაკავებლად" მრავალრიცხოვანი მეწიავე გაშლა წარმოადგენს 

აშშ-ს საჰაერო ძალები ასევე განიცდიან კვალიფიცრებული სახმელეთო ტექნიკური პერსონალის დეფიციტს. თუმცაღა ბოლო რმდენიმე წლის სგანმავლობაში აშშ-ს საჰაერო ძალემა სახმელეთი ტექნიკური პერსონალის დეფიციტი 4000-დან 200 კაცამდე შეამცირა, თუმცაღა მომუშავე ტექნიკური სპეციალისტების დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არასაკმარისი კვალიფიკაცია ("მე-3 დონის") აქვს და მხოლოდ "მე-5" და "მე-7" დონის სპეციალისტების ზედამხედველობით შეუძლიათ მუშაობა. საჰაერო ძალები თავის მხრივ, ამ მაღალი დონის სპეციალისტების დეფიციტს განიცდის. ამას გარდა, ამ სახმელეთო სპეციალისტების არაპროპორციად დიდი ნაწილი მეწინავე გაშლებშია ჩართული და ამგვარად აშშ-ს ტერიტორიაზე არსებულ საჰაერო ნაწილებს, ტექნიკური უზრუნველყოფის მხრივ, გაშიშვლებლს ტოვებენ.

აშშ-ს საჰაერო ძალების ავიაპარკის მზადყოფნის შემცირებამ თავის მხრივ მფრინავების საფრენოსნო დროის შემცირებაც გამოიწვია. აშშ-ს საჰაერო ძალები ძველებურად პილოტების დიდი დეფიციტს განიცდიან (მიახლოებით 2000 კაცი - მთლიანი მოთხოვნილების მიახლოებით 10%).

წყაროს მიერ მოყვანილი ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს საჰაერო ძალების რეგულაციებით, პილოტმა თვეში საშუალოდ 20-25 საათი უნდა იფრინოს, ხოლო მინიმალური საფრენოსნო დრო თვეში 15-20 საათს უნდა უნდრიდეს, ან სამი ფრენა კვირაში (ოთხი ფრენა კვირაში ახალბედა პილოტეპისთვის). ფაქტიურად 2017 წელს, პილოტების ფრენის საშუალო დრომ 17,6 საათი შეადგინა თვეში, მათ შორის 16,4 საათი გამანადგურებეი ავიაციის მფრიავებისთვის, 17,6 სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციისთვის და 19,4 საათი თვეში - ბომბდამშენი ავიაციისთვის. თუმცაღა ეს საშუალო დრო არ იძლევა ნათელ სურათს, რადგანაც მფრინავები მეწინავე ბაზებზე გაცილებით მეტს დაფრინავენ (როგორც ფრენების როდენობით ასევე ხაგრძლივობის მხრივ), ვიდრე აშშ-ს ტერიტორიაზე ბაზირებული პილოტები. ეს ბოლოები თვეში საშუალოდ ოთხიდან ხუთ ფრენამდე ახორციელებენ.


წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий