пятница, 16 февраля 2018 г.

"დელტას" პროდუქციის ექსპორტზე მუშაობა მიმდინარეობს



2017 წლის განმავლობაში "დელტა" არსებული კონტრაქტების შესრულებას ახორციელებდა, 2018 წლის მდგომარეობით კი ქართული შეიარაღების ექსპორტის თაობაზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს. სსსტც „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემა "საქმის კურსში" გასული 2017 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. „გასული 2017 წლის განმავლობაში „დელტა“ აქტიურად მუშაობდა კლიენტების მოთხოვნაზე მორგებული სერიული პროდუქტის წარმოებასა და დახვეწაზე. ასევე დაინტერესებულ ქვეყნებთან შეთანხმებითა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით გადაიდგა ნაბიჯები ახალი პროდუქციის შექმნისკენ. შედეგად, 2018 წელს ცენტრი კვლავ შეძლებს გააგრძელოს მუშაობა საერთაშორისო კონტრაქტებზე“. 

„დელტას შესაბამისი გუნდი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს პოტენციურ მყიდველებთან. ამ ეტაპზე გვყავს წარმომადგენლობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, ისინი აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ შემსყიდველებთან, რათა მოახდინონ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი.“

„დელტას მიერ შემუშავებული სეტყვასაწინააღმდეგო სისტემა უზრუნველყოფს 96-97 პროცენტიან ეფექტურობას, დარჩენილი 3-4 პროცენტი, ყველაზე უფრო მტკივნეულად ამახსოვრდება საქართველოს მოსახლეობას, რაც აბსოლუტურად ბუნებრივია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს დიდი რაოდენობით განეიტრალებული სეტყვასაშიში პროცესები და თავიდან აცილებული მნიშვნელოვანი ზარალი. რამაც გამოიწვია იმ ქვეყნების დაინტერესება, რომლებიც იყენებენ ძველ სისტემებს, რომელთა რეაგირების დრო საშუალოდ 7-15 წუთია მაშინ როდესაც ჩვენს სისტემას გადაწყვეტილების მიღებიდან პირველი გასროლის განხორციელებამდე საშუალოდ 15-20 წამი ჰყოფნის.“ 

„დელტა აქტიურად მუშაობს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განვითარებაზე, ამავდროულად მივდივართ ჯავშანტექნიკის მიმართულებით, სადაც განსაკუთრებულ ფოკუსს ვაკეთებთ მოდულურ და მულტიფუნქციურ ჯავშანტექნიკაზე, ასევე ვმუშაობთ საარტილერიო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და პირადი შეიარაღების მიმართულებებითაც.“ „მულტიფუნქციური მოდულური სისტემებით შესაძლებელია მრავალწლიანი კომერციული ურთიერთობების დამყარება, ვინაიდან ერთი ტიპის ჯავშანტექნიკის შემთხვევაში შესაძლებლობა გვეძლევა ერთი პლატფორმის ბაზაზე ათობით სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანმანქანა შევთავაზოთ.

ასევე, შესაბამისი მუშაობა მიმდინარეობს არსებული კადრების შენარჩუნების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი კადრების მოზიდვის მიზნითაც. ამისათვის „დელტაში“ ფუნქციონირებს შესაბამისი სასწავლო ცენტრი".

წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий