вторник, 23 января 2018 г.

რატომაა რუსეთის არმია ბრიტანეთის არმიაზე უფრო ძლიერი

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის, ნიკ კარტერის (Nick Carter), გაფრთხილების თანახმად, ბრიტანეთი ცდილობს არ ჩამორჩეს რუსეთის სამხედრო მიღწევებს.
სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, 2016 წელს რუსეთის თავდაცვის ბიუჯეტი 46,6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, ხოლო დიდი ბრიტანეთისა მიახლოებით 52,2 მილიარდს უდრიდა (38,3 მილიარდ ფუნტს).


მიუხედავად იმისა რომ, ბრიტანეთი უფრო მეტს ხარჯავს თავდაცვაზე, რუსეთის 831 000 სამხედრო მოსამსახურის წინააღმდეგ მას მხოლოდ 152 000 სამხედრო მოსამსახურე ყავს მწყობრში და ასევე არსებობს უზარმაზარი სხვაობა ტექნიკის რაოდენობაშიც.

მარტო სახმელეთო ჯარებს თუ შევადაებთ, ბრიტანეთის 82 000 სამხედრო მოსამსახურე გაცილებით უღიმღამოდ გამოიყურება რუსეთის სამჯერ მეტ სახმელეთო ჯარებთან, რომელიც 270 000 ჯარისკაცს ითვლის. რუსეთს 2700 ტანკი ყავს, ბრიტანეთს ათჯერ ნაკლები, სულ რაღაცა 227, ასეთივე მდგომარეობაა ქვეითთა საბრძოლო მანქანებში, 4900 რუსულის წინააღმდეგ 623 ბრიტანული მანქანა.

ბრიტანელი მეთაურები ამბობენ, რომ დიდ წილად, რუსული აღჭურვილობის და ტექნიკის დონე არ შეესაბამება ბრიტანულ ანალოგებს და რომ დიდი ბრიტანეთი მსოფლიოს საუკეთესო შესაძლებლობებზეა კონცენტრირებული და არა უბრალოდ რაოდენობაზე. მაგრამ როგორც ამბობენ, რუსული ჯარების მოცულობამ შეიძლება მათ უპირატესობა მისცეს და ამას გარდა მათი აღჭურვილობა დროთა განმავლობაში უმჯობესდება.

კრემლს შეუძლია გამოიყენოს თავისი სამხედრო ბიუჯეტი, რათა მოახდინოს თავისი შეიარაღებული ძალების ფართე მოდერნიზაცია, ამ დროს, როგორც გასულ წელს ერთმა ყოფილმა ბრიტანელმა გენერალმა თქვა, ბრიტანეთი 20 წლით ჩამორჩება მსოფლიო ტენდენციებს. სამხედრო ლიდერები უკვე გვაფრთხილებენ რუსეთის შესაძლებლობებზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა კიბერიერიშები, ელექტრონული ომი, უპილოტო ოპერაციები, საარტილერიო და სარაკეტო დარტყმები.

და როგორ ახერხებს რუსეთი, თითქოსდა, შედარებით ნაკლები სამხედრო ბიუჯეტიდან მიიღოს უფრო მეტი, ვიდრე ბრიტანეთი ან მისი სხვა დასავლური პარტნიორები?
როგორც სამეფოს გაერთიანებული კვლევითი ინსტიტუტის უფროსმა თანამშრომელმა, დოქტორმა იგორ სუტიაგინმა, განაცხადა, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ რომ, თავდაცვითი ბიუჯეტის ციფრები იტყუებიან.
რუსეთის სამხედრო მანქანა სამხედრო უწყების გარდა, ფართოდ ფინანსდება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დახმარებით. ისეთების, როგორებიცაა, სამოქალაქო თავდაცვა, საპენსიო და ვეტერანთა და სხვადასხვა სამოქალაქო სამინისტროების გავლით. როგორც წესი, რუსეთის რეალური სამხედრო ხარჯები თავდაცვის ბიუჯეტთან შედარებით, 30-50 პროცენტი მეტი უნდა იყოს.

მეორე ფაქტორი - მუშახელისა და წარმოების დაბალი ღირებულბეა. ჯარისკაცებსა და საწარმოო მუშაკებს ყოველთვიურად რამდეიმე ასეულ ფუნტს უხდიან.

დოქტორმა იგორ სუტიაგინმა ასევე დასძნა რომ, შესყიდვები ჯერ ისევ თითქმის მთლიანად სახელმფისო ხელში.
მისი განმარტებით: "ითვლება (რუსეთში) რომ, შეუძლებელია თავდაცვა კერძო კომპანიების მეშვეობით. ისენი უპასუხისმგებლონი და არასაიმედონი არიან. მე ვიტყოდი რომ, საწარმოთა 90% სახელმწიფო მართავს".
ყველაფერი ამის შედეგად რუსეთი შეიარაღების შესყიდვისას საბაზრო ღირებულებას არ იხდის.

მანვე დასძინა: "როდესაც ამბობთ რომ 3 მილიარდი ფუნტი ღირებულების ხომალდის შეძენა გსურთ ეს რუსების მხრიდან უცნაურად გამოიყრება,  რა ხომალდს ყიდულობთ ამ თანხაში?"

Jane's Defence Budgets-ის მთავარი ანალიტიკოსის, ფანელლა მაკ გრეტის (Fenella McGerty) თანახმად, წარმოებისა და მუშახელის შედარებით დაბალი ღირებულება ნიშნავს, რომ რუსეთი უფრო მეტ შეიარაღებას შეიძენს.

მისივე განცხადებით: "ამ ორი თავდაცვითი ბიუჯეტის შესწავლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რუსეთი საშუალოდ თავისი თავდაცვითი ბიუჯეტის 30 პროცენტს ხარჯავს შესყიდვებზე, მაშინ როდესაც შესყიდვების წილი ბრიტანეთის თავდაცვითი ბიუჯეტის მხოლოდ 17 პროცენტია. მთლიანობაში დიდი ბრიტანეთი გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს პირად შემადგენლობაზე, ოპერაციებზე და ტექნიკურ მომსახურებაზე. რუსეთს კიდევ ნაკლები შრომითი და საწარმოო დანახარჯების გზით შეუძლია უფრო მეტი თანხა მიმართოს წარმოებასა და მოდერნიზაციაზე."

წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий