среда, 10 января 2018 г.

ძაღლები ცოცხალ მანეკენებად ტანკში

1954 წელს "მთავარი საარტილერიო სამმართველო" (ГАУ) საბჭოთა კავშირის თავდაცვის სამინისტროს "მთავარ ჯავშანსატანკო სამმართველოსთან" (ГБТУ МО СССР) ერთად ამოწებდა ქვეითთა საშტატო ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებს (ВГ-2-ის ВПГ-1-ს, РПГ-2-ის ПГ-2-ს, СГ-82-ის ПГ-82-ს და СКБ-99-ის 82-მმიან კუმულაციურ გასროლებს). შემოწმების შედეგად ზემოთ მოყვანილი საშუელებების გამოყენებით საცეცხლე შემოწმება გაიარეს შემდეგმა ტანკებმა - М4 А3ЕS («Sherman», აშშ), М-26 
(«Pershing», აშშ) и Т-VIВ/«Tiger B» (« Konigstiger», გერმანია).
ამონარიდი გამოცდების ანგარიშიდან: "ცოცხალ ორგანიზმებზე აფეთქებისა და კუმულაციური ჭავლის ზემოქმედების მახასიათებლების გარკვევის მიზნით, მთელი რიგი გამოცდების დროს, ტანკებში М-26 და Tiger B, ეკიპაჟის ადგილებში ცხოველები (ძაღლები, ბოცვრები) იქნა განთავსებული".
ილუსტრაციაზე «Tiger B»-ეზე სწორედ ცხოველების განთავსება და 82 მილიმეტრიანი კუმულაციური ნაღმის (არაუკუმგორავი СКБ-99) გამოცდის შედეგებია ასახული. გასროლა 150 მილიმეტრი სისქის მქონდე შუბლა ზედა ჯავშანფილაზე განხორციელდა. ფერადი საღებავით აღნიშნულია ბიოობიექტების დაზიანების სიმძიმე: ლურჯად - მძიმე კონტუზია, მწვანე - საშუალო სიმძიმის კონტუზია, წითელი - მსუბუქი კონტუზია. ისრებიტ ნამსხვრევების მიმართულებაა ნაჩვენები.

Комментариев нет:

Отправить комментарий