среда, 3 января 2018 г.

სირიაში Т-90-ების დანაკარგების მოკლე მიმოხილვა

სირიის კონფლიქტში რუსეთის ჩარევის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ სირიის არმიას 40 ერთეულამდე Т-90А გადასცა (ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე - More Russian-made T-90A main battle tanks for Syrian army). უცნობია ამ რაოდენობაში შესულია თუ არა ის პირველი გამოშვების Т-90-ები. მთლიანობაში ამ არაბულ ქვეყანაში ალბათ ყველა მოდიფიკაციის 50-მდე Т-90 უნდა ვივარაუდოდ.

ბლოგზე არაერთხელ დავდე სირიაში განადგურებული რუსული Т-90-ების შესახებ ინფორმაცია, თუმცა ეს ინფორმაცია ცალცალკეა გაფანტული და ამიტომ გადავწყვიტე მათი ერთად თავმოყრა და დაარქივება (შემდეგშ ინფომრაცია განალხდება ხოლმე). მაშ ასე, ჩამოვყაროთ ის ინფორმაცია რაც ბლოგზე დაგროვდა:

5 დადასტურებულად განადგურებული Т-90А

1

2

3 (ნაალაფარი და შემდეგ ასადისტების მიერ განადგურებული Т-90А)

4

5

6
ამბობენ ნაღმტყორცნების ცეცხლის ქვეშ მოყვა და შიგნიდან გამოიწვაო, თუმცა საეჭვოდ ჰგავს მე-5 ფოტოზე ასახულ მანქანას


ინფორმაცია ამ განადგურებული მანქაების შესახებ იხილეთ შემდეგ ბმულებზე:


ასევე ცნობილი იყო რომ სირიაში ოპოზიციურმა ძალებმა 3 Т-90 ჩაიგდეს ხელში. შემდეგში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ერთი ასადისტებმა გაანადგურეს (მე-3 ფოტოზე ასახული ტანკი), კიდევ ერთი უკან დაუბრუნდათ ბრძოლების შედეგად ალაფის სახით (მე-5 ფოტოზე ასახული ტანკი), თუმცაღა ეს ბოლო რამდენად მუშა მდგომარეობაშია ეს ცალკე საკითხია.


ასევე ინტერნეტში გავრცელებული იყო რამოდენიმე დაზიენბული და კიდევ ერთი განადგურებული Т-90А-ს ვიდეო და ფოტო მასალა:

ორი ფოტოს შესახებ ინფორმაცია წინა ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ

ერთი საკმაოდ ცნობილი მანქანა რომელის ტსმრ TOW-იდან დააზიანეს, მაგრამ ვერ გაანადგურეს. ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:


და ბოლოს არსებობს კიდევ ერთი განადგურებული ტანკი (იხილეთ ბმულზე - ხო გეუბნებოდი გაფრინდებიანთქო - აბა თქვი Т-90А), რომელის კოშკურის ფოტოს რუსეთში, პოლიგონზე გადაღებული. როგორც ჭორები ამბობენ კოშკურა სირიიდანაა ჩამოტანილიო. ლოგიკურ კითხვაზე "რა აზრი ჰქონდა სირიიდან ამ უსარგებლო ჯართის ჩამოთრევსო" ლოგიკური პასუხიც გაეცა "მტერს (აშშ-ს) რო არ ცავარდნოდა ხელში". თუმცა შეიძლება ეს მანქანა სულაც არაა სირიაში ნამყოფია და უბრალოდ რუსეთშივე დაიწვა

Комментариев нет:

Отправить комментарий