суббота, 23 декабря 2017 г.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოხსენება და 2017 წლის შედეგების შეჯამება

22 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა გასული წლის შეჯამება გააკეთა და მოხსენებით წარსდგა თავდაცვის კოლეგიის წინაშე. მთელს ტექსტს არ გითარგმნით, მაგრამ რამოდენიმე მნიშვნელოვან დეტალებს კი მოგახსენებთ.

  • სირიაში საბრძოლო გამოცდილება 48 ათსმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. აქედან 14 ათასზე მეტი სახელმწიფო ჯილდოებითაა დაჯილდოებული.
  • ოპერატიულ-ტაქტიკური ვიაციის ეკიპაჟების 80% და საარმიო ავიაციის ეკიპაჟების 90%-მა 100-დან 120 საბრძოლო გაფრენამდე განახორციელა. შორეული ავიაციის ეკიპაჟებმა მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმების გამოცდილება მიიღეს.
  • სულ ბოლო ორი წლის განმავლობაში, რუსეთის ავიაციამ, 34 ათასი საბრძოლო გაფრენა განახორციელა.
  • პირველად საბრძოლო მოქმედებებში საგემბანო ავიაციის პილოტებიც მონაწილეობდნენ. მათ მიერ 420 საბრძოლო გაფრენა იქნა განხორციელებული.
  • მოწინააღმდეგის მნიშვნელოვან ობიექტებზე გამოიყენებოდა ისეთი ზეზუსტი შორსმფრენი რაკეტები, როგორებიცაა "Калибр" და Х-101, "Искандер", "Точка-У" და Х-55.
  • ხუთასიდან ათასხუთასამდე კილომეტრ მანძილზე წყალქვეშა ნავებმა და ხომალდებმა 100 დარტყმა, ხოლო სტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავებმა 66 დარტყმა განახორციელეს. ყველა რაკეტამ მიზანი გაანადგურა.
  • ჰსთ კომპლექს "Панцирь"-ის შესაძლებლობები მცირეზომიან სამიზნეებთან და რეაქტიულ ჭურვებთან ბრძოლის საშუალებას იძლეოდა. კომპლექსის დახმარებით განადგურებული იქნა 16 ცალი უპილოტო საფრენი აპარატი და 53 ზალპური ცეცხლის რეაქტილი სისტემის რაკეტა.
  • სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარებში სამმა პოლკმა დაასრულა "Ярс" ტიპის მოძრავ კომპლექსებზე გადაირაღება.
  • საავიაციო სტრატეგიულმა ბირთვულმა ძალებმა მიმდინარე წელს სამი მოდერნიზირებული თვითმფრინავი იიღეს.
  • საერთო დანიშნულების ძალებში - სახმელეთო ჯარებში ერთ საარმიო მმართველობა, თვრამეტი შენაერთი და სამხედრო ნაწილი ჩამოყალიბდა.
  • ჯარებმა მიიღეს 2055 ახალი და მოდერნიზირებული სხვადასხვა სახის შეიარაღება, რომლებზეც გადავიდა სამი შენაერთი და თერთმეტი სამხედრო ნაწილი.
  • საჰაერო-კოსმოსური ძალების შემადგენლობაში ჩამოყალიბდა სამხედრო-სატრანსპორტო სავიაციო დივიზია და საერთო დანიშნულების საავიაციო დივიზია. მიღებულია 191 თანამედროვე თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 143 ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის შეიარაღება.
  • დეკემბრიდან ერთიანი კოსმოსური სისტემა დადგა მორიგეობაზე.
  • საჰაერო-სადესანტო ჯარებში ჩამოყალიბდა ცალკეული სადესანტო-მოიერიშე და სარემონტო-აღმადგენელი ბატალიონები. მიწოდებული იქნა 184 ცალი საბრძოლო შეჯავშნული მანქანა და თვითმავალი ქვემეხი.
  • შეიარაღებულ ძალებს უპილოტო საფრენოსნო აპარატების 59 კომპლექტი გადაეცა. ეს 199 უპილოტო აპარატია.
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რაკეტმზიდებმა საჰაერო პატრულირების მიზნით 178 გაფრენა განახორციელეს, ხოლო სამხედრო-საღვაო ფლოტის ხომალდებამ - 672 გასვლა მოახდინეს მსოფლიო ოკეანეში.
  • ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს: 80 საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა; წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი 102 ბალისტიკური რაკეტა; "Борей"-ს ტიპის სტრატეგიული დანიშნულების სამი ცალი წყალქვეშა კრეისერი; 55 კოსმოსური აპარატი; 3 237 ტანკი და სხვადასხვა სახის ჯავშანტექნიკა; 1000-ზე მეტი ვერტმფრენი და თვითმფრინავი; 150 ხომალდი; 6 წყალქვეშა ნავი, 13 სანაპირო დაცვის სარაკეტო კომპლექსი "Бал" და "Бастион.
  • საერთო საჯარისო 35 შენაერთი უზრუნველყოფილია "Ратник-2" ტიპის თანამედროვე საბრძოლო ეკიპირებით. ეს ფაქტიურად მთელი სახმელეთო ჯარებია.
  • თანამედროვე რუსეთის ისტორიაში რუსეთის საზღვარი პირველადაა მთელს სიგრძეზე დაფარული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის რადიოლოკაციური ველით. ეს მიღწეული იქნა "Воронеж"-ის ტიპის ექვსი ცალი ახალი რადიოლოკაციური სადგურის დამონტაჟებით და მოქმედი სადგურების, "Дарьял", "Днепр" და "Волга"-ს, გაუმჯობესებით.
  • სახელმწიფო პროგრამებს განხორციელების შედეგად არმიის და ფლოტის თანამედროვე შეიარაღებით აღჭურვის დონემ 59,5% მიაღწია. სტრატეგიულ ბირთვულ ძალებში გათანამედროვეობის დონეს 79%-ია, სახმელეთო ჯარებში - 45%, საჰაერო-კოსმოსურ ჯარებში - 73%, ფლოტში - 53%.
  • ამასთან რუსეთის სამხედრო ბიუჯეტი დაბალანსირებულია, პასუხობს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს და მომავალ წელს მშპ-ს 2,8% გაუტოლდება, ან 46 მილიარდი დოლარს. ამასთან აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი 700 მილიარდია, დიდი ბრიტანეთისა 60 მილიარდი, ხოლო საფრანგეთისა და გერმანიის სამხედრო ბიუჯეტები 40 მილიარდ დოლარს უტოლდება. 
  • გასულ ხუთ წელიწადში შეიარაღებული ძალების საკადრო შემადგენლობა საგრძნობლად შეიცვალა. წვევამდელთა რაოდენობა 50 ათასით შემცირდა, 290-იდან 240 ათასამდე, ხოლო კონტრაქზე მომსახურეთა რაოდენობა 2012 წელს 162 ათასიდან დღემდე 384 ათასამდე გაიზარდა. გაიზარდა მათი შერჩევის ხარისხი. კონტრაქტით მომსახურეთა 70%-ს გააჩნია საშუალო პროფესიული ან უმაღლესი განათლება.


მთლიანი ტექსტი იხილეთ შემდეგ ბმულზე:

Комментариев нет:

Отправить комментарий