воскресенье, 31 декабря 2017 г.

ამერიკული 105 მილიმეტრიანი ქვეკალიბრული ჯავშანგამტანი ჭურვები

M735-ს არასტანდარტული, წვეთის ფორმის, ვოლფრამის მძიმე შენადნობის გულარი ჰქონდა (კონკრეტული დასახელება არ შემხვედრია). გულარი 2,21კგ-ს იწონიდა და მისი სიგრძე 309 მილიმეტრი იყო (საწყისი, გაუჩარხავი ფორმის წონა 7,7 კგ იყო, შემდეგ ის 4,5კგ-მდე შეამცირეს).
M774 და M833 აღჭურვილი იყო ურანის U-3/4Ti (staballoy)ტიპის შენადნობისგან დამზადებული გულარით, რომლის სიმკვრივეც 18.6 გრ/სმ3 უდრიდა.
M774-ის გულარის სიგრძე 347მმ იყო, დიამეტრი 26მმ (ნაჭდევებით 29მმ) და იწონიდა 3,45კგ-ს
M833-ის გულარის სიგრძე 427მმ-ს უდერიდა და იწონიდა 3,674კგ-ს (გაუჩარხავი სამზადისის წონა 6,236კგ-ს უდრიდა).

ფოტოზე ქვვიდან ზევით შემდეგი ჭურვების გულარებია გამოსახული (სულ ქვედა არ გაითვალისწინოთ) M774, M829, M829A2, M829A1, M833

Комментариев нет:

Отправить комментарий