четверг, 7 сентября 2017 г.

V-280 Valor - აშშ არმიის ახალი კონვერტოპლანი

V-280 Valor - ეს კომპანია Bell-ის მიერ აშშ-ს არმიისთვის შექმნილი "საერთო, მრავალფუნქციური ტექნოლოგიების დემონსტრატორია" (Joint Multi-Role Technology Demonstrator - JMR-TD). მანქანა მომავლის ვერტიკალური აფრენის ტექნოლოგიებითაა შექმნილი და Sikorsky UH-60 Black Hawk და Boeing AH-64 Apache შეასცვლელადაა განკუთვნილი.
V-280-ს 4 კაციანი ეკიპაჟი ეყოლება (მათ შორის ორი პილოტი) და სადესანტო ნაკვეთურით 14 სამხედრომოსასმახურეს გადაიყვანს. მისი კრეისერული სიჩქარე 280 კვანძს გაუტოლდება (სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი სახელწოდებაც - V-280), ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 300 კვანძს მიაღწევს.


ფრენის სიშორე 230 კვანძით ფრენისას 2100 საზღვაო მილს უნდა გაუტოლდეს, ხოლო საბრძოლო რადიუსი 500-800 საზღვაო მილის ფარგლებში იქნება.
სამმაგი ელქტროდისტანციური ფრენის მართვის სისტემით და უახლესი ავიონიკით აღჭურვილი მომავალი თაობის კონვერტოპლანი თავის პირველ ფრენას უახლოეს თვეებში განახორციელებს. როგორც ჩანს, 30 აგვისტოს, სარეგისტრაციო ნომერ N280BH მქონე, 100% დასრულებული საფრენი აპარატი, , ამარილიოში მდებარე Bell Helicopter-სის ასაწყობ საამქროსთან (Amarillo Assembly Center) შეამჩნიეს (სადაც 95% დასრულებულმა ვერტმფრენმა სტატისტიკური ვიბრაციული გამოცდები, ჯერ კიდევ 2017 წლის თებერვალში დაიწყო): როგორც ჩანს  Valor 2017 წლის სექტემბერში დაგეგმილი პირველი ფრენისთვის ძრავების გატესტვას აწარმოებს.
ფოტოებში კარგად ჩანს ძრავა T64-GE-419 და რედუქტორები. საინტერესო ისაა რომ, V-22 ძრავებისგან განსხვავებით, რომლებიც გონდოლებიანად ტრიალდება, V-280-ში მხოლოდ გადაცემათა კოლოფია მოტრიალებადი.


წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий