воскресенье, 10 сентября 2017 г.

მოდერნიზირებული Т-80БВМ

როგორც ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, 2017 წლის 9 სექტემბერს, ლუგაში (ლენინგრადის ოლქი), 33-ე საერთოსაჯაიროს პოლიგონზე, გაიმართა რუსეთის არმიის ტანკისტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში ნაჩვენები იქნა სამხედრო ტექნიკის ახალი და მოდერნიზირებული ვარიანტები. ჩვენების ფარგლებში პირველად მოხდა Т-80БВ ტიპის ტანკის მოდერნიზირებული  ვარიანტის, Т-80БВМ-ის პრეზენტაცია.
როგორც ცნობილია, 2017 წლის 24 აგვისტოს, საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკურ ფორუმ "Армия-2017"-ზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომა და სააქციო საზოგადოება УВЗ-მ ხელი მოაწერეს Т-80 ტიპის ტანკების კაპიტალური რემონტისა და ღრმა მოდერნიზაციის ხელშეკრულებას. სამუშაოებს სამეცნიერო-საწარმოო კორპორაცია "Уралвагонзавод"-ში შემავალი სააქციონერო საზოგადოება "Омсктрансмаш" განახორციელებს. აღნიშნული ტანკის სახელმწიფო გამოცდები მოსამზადებელს საფეხურზეა.


P.S. ფოტოების მიხედვი ტანკი აღიჭურვა - Реликт-ის ტიპის დინამიკური დაცვით, დინამიკური დაცვითვეა აღჭურვილი კოშკურისა და კორპუსის ბორტები, კოსპურის ბორტები უკანა მხარეს ცხაურებითაა დაფარული, ცხაურებითაა დაფარული ასევე კორპუსისა და კოშკურის კიჩოც. ტანკზე დაყენებულია 2А46М-4 ტიპის ახალი ქვემეხი და მემიზნის, თბოხედვის კამერიანი სამიზნე Сосна-У (თუმცარა ეს ბოლო Т-72-ისთვისაა განკუთვნილი, ხოლო Т-80-ზე დაყენებული იგივე კომპლექსი Плисса-დ იწოდება, თუმცაღა დაველოდოთ ოფიციალურ ინფორმაციას). ტანკი არაა აღჭურვილი დამხმარე ენერგო აგრეგატით (დეა), მაგრამ ძრავას გააჩნია "მცირე გაზის" რეჟიმი, რომლის დროსაც საწვავის ხარჯვა ფაქტიურად უტოლდება დეა-ს ხარჯს. ტანკზე ასევე განახლებულია ეკიპაჟის დაკვირვებისა და თვალთვალის ხელსაწყოები და კავშირგაბმულობისა და ნავიგაციის სისტემები.




მოკლე ტტმ (ფაქტიურად არაფრის მთქმელი)

ფოტოების ავტორი - ფორუმ otvaga2004.mybb.ru-ს მომხმარებელი Decoder.

Комментариев нет:

Отправить комментарий