четверг, 6 апреля 2017 г.

დამატებითი დაცვით აღჭურვილი ტანკი Т-72Б3


Т-72Б3 დღეს რუსეთის არმიაში ყველაზე მრავალრიცხოვან და ყველაზე თანამედროვე ტანკს წარმოადგენს. აღნიშნული მანქანა გარეკლამებულ Т-90А-ს ცეცხლის მართვის სისტემაში ჯობია კიდევაც. საკითხავი მხოლოდ ჯავშანდაცვაა, რომლითაც  Т-90А მას სავარაუდოდ ჯობნის, თუმცაღა ესეც ჯერ მხოლოდ ვარაუდია. როგორც ცნობილია 89 წლის Т-72Б-ს და 92 წლის Т-90-ის ჯავშანდაცვა აფსოლიტურად იდენტური იყო, რა შეიცვალა ამ მხრივ Т-90А-ში ჯერ-ჯერობით უცნობია.
მოდერნიზაციის შედეგად Т-72Б3-მში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:
შეიარაღება:
მოდერნიზაციის ელემენტებით განხორციელებული კაპიტალური რემონტის შედეგად ტანკზე ქვემეხ 2А46М-ის ნაცლად გაზრდილი სიზუსტისა და რესურსის მქონე ქვემეხი 2А46М-5 ყენდება. ქვემეხი ორ სიბრტყეშია სტაბილიზირებული.

ცეცხლის მართვის სისტემა:

ტანკი ახალი ცეცხლის მართვის სისტემით აღიჭურვა, რომელშიც შედის:
  • მემიზნის მრავალარხიანი სამიზნე “Сосна-У“
  • დახრისა და დაფერდების გადამწოდი.
  • ქარის გადამოწდი.
  • ქვემეხის მდგომარეობის გადამწოდი.
  • ვიდეოხედვითი მოწყობილობა.
  • ძირითადი შეიარაღების დამიზნებისა და სტაბილიზაციის სისტემა - მართვის მოდერნიზირებულ ბლოკ БУ-К1-ით აღჭურვილი სტაბილიზატორი 2Э42-2 და გირობლოკი БК2.369.113.
  • მიზნის ავტომატურად მიმყოლი.
  • მეთაურის პულტი ПК72
  • სამიზნე-მანძილმზომი 1А40-4

საბაზისო ვარიანტიდან მოდერნიზაციის შედეგად მოხსნილი იქნა ცეცხლის მართვის შემდეგი მოწყობილობები:

  • მართვადი შეიარაღების კომპლექსი 9К120, მათ შორის: დამიზნების სამიზნე-ხელსაწყო 1К13, ძაბვის გარდამქმნელი 9С831, ელექტრონული ბლოკი, მართვის ბლოკი, ავტომატიკის კოლოფი КА-1С, პროჟექტორ Л-4А-ს და 1К13-ის დამცავი სახურავის ელექტრომექანიკური ამძრავი.
  • სამიზნე-მანძილმზომი 1А40-1 (ან 1А40).
  • გვერდითი წინსწრების გამომმუშავებელი მოწყობილობა.
  • შესწორებების შესაყვანი მოწყობილობა.


მანქანაზე დაყენდა კავშირგაბმულობის ახალი საშუალებები:

  • რადიოსადგური Р-168-25У-2
  • პროგრამულ-აპარატურული კომპლექსი АВСКУ


საბაზისო ვარიანტიდან მოდერნიზაციის შედეგად მოხსნილი იქნა კავშირგაბმულობის შემდეგი საშუალებები:

  • რადიოსადგური Р-173.
  • რადიომიმღები Р-173П.
  • ანტენები და საანეტნო ფილტრები.
  • შიდა კავშირისა და კომუტაციის აპარატურა Р-174 (ხელსაწყოები БВ34, БВ35, БВ37 და ხელსაწყო МТ2).
  • საშტატო შლემოფონები. (4 ცალი)


მოდერნიზაციის ელემენტებით განხორციელებული კაპიტალური რემონტის შედეგად ტანკის მორიგეობით სახსრიანი გადაბმის მქონე მუხლუხოები შეიცვალა პარალელური გადაბმის მქონე სახსრიანი მუხლუხოთი, შეიცვალა წამყვანი თვლის გვირგვინი და სავალი ნაწილის საკუთნო.
შეიცვალა ტანკის მასიური დაზიანების იარაღისგან დაცვის მოწყობილობები, კერძოდ ГО-27 ნაცლად დაყენდა კომპლექსი  ПКУЗ-1А.
ასევე გაუმჯობესდა ტანკის ავტომატურად დატენვის მექანიზმი. რომელმშიც, გადაკეთების შედეგად, შესაძლებელი გახდა უახლესი რუსული ქვეკალიბრული გასროლების, 3ВБМ22-ისა და 3ВБМ23-ის, განთავსება. ტანკზე ასევე ახალი, 1130 ცხენისძალიანი, დიზელია დაყენებული.

P.S. 9 მაისის აღლუმის რეპეტიციაზე გამოჩნდა Т-72Б3-ის გაუმჯობესებული ვერსია. გაუმჯობესება ტანკის ჯავშანდაცვას შეეხო - დინამიკური დაცვის დამატებითი ელემენტებით აღიჭურვა ტანკის კორპუსისა და კოშკურის ბორტები.
კორპუსის ბორტების უკანა ნაწილი და კორპუსი კიჩო, ასევე კოშკურის უკანა ნაწილი ცხაურებითაა დაცული. დინამიკური დაცვის დამატებითი ელემენტები კოშკურის შუბლზეცაა განთავსებული, სადაც ის კარგად ცნობილ ხვრელს ნაწილობრივ ფარავს.
კოშკურის ბორტებზე განთავსებულია დინამიკური დაცვის 2С24 ელემენტებით აღჭურვილი ბლოკები. კორპუსის ბორტებზე განთავსებული  დინამიკური დაცვის ეკრანები 2С23 ელემენტებიტაა დამუხტული, იმავე ელემენტებითაა აღჭურვილი კორპუსის და კოშკურის შუბლის ბლოკები.


Комментариев нет:

Отправить комментарий