пятница, 17 марта 2017 г.

ოპერაცია Atlantic Resolve - ევროპაში დაბრუნება


ევროპაში არსებული სტაბილური მდგომარეობის და აშშ-ს არმიის სამხედრო ხარჯების შეკვეცის გამო, ობამას ადმინისტრაციამ 2012 წელს მე-5 კორპუსი დაშალა და 10 000 კაციანი ორი ჯავშანსატანკო საბრიგადო დონის ტაქტიკური დაჯგუფება (Armored Brigade Combad Team – ABCT) ევროპიდან გაიყვანა, რის შედეგადაც ევროპაში ჯავშანსატანკო დისბალანსი წარმოიშვა. გაყვანიდან ამ წლის დასაწყისამდე ევროპაში მაქსიმუმ 64 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა - რაც ისტორიულად რეკორდული მინიმუმია.
2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და უკრაინის აღმოსავლეთში ომის წამოწყებამ გამოიწვია ის რომ, ობამას ადმინისტრაცია იძულებული გახდა მდგომარეობისთვის გადაეხედა  და „ევროპის დაზღვევის ინიციატივა“ (European Reassurance initiative - ERI) შეემუშავებინა, რაც თავის მხრივ ოპერაცია Atlantic Resolve-ს მოიცავს. ERI-ს მიზანს ევროპაში აშშ-ს სამხედრო ყოფნის გაზრდა წარმოადგენს. ინიციატივის თანახმად, აშშ-ს სამხედრო კონტინგეტნი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში თანმიმდევრობით გაიზრდება, რაც აქ ABCT-ს გადასროლაში გამოიხატება. 2015 წლიდან მოყოლებული ERI-ის შეზღუდული მაშტაბები ევროპაში აშშ-ს მუდმივი ყოფნისკენ განიცდის ევოლუციას. ამ მიზნებისთვის გამოყოფილი ფინანსები 2015 წლის 1 მილიარდი დოლარიდან 2017 წელს 3,4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ამ თანხის 2/3 დასავლეთ ევროპაში სადისლოკაციო აღჭურვილობის გაზრდასა და უზრუნველყოფაზე იხარჯება (ტანკები, არტილერია, საბრძოლო მასალები და ასე შემდეგ). აღნიშნული აღჭურვილობა საჭიროების შემთხვევაში აღმოსავლეთ ევროპაში იქნება გადასროლილი. ამას გარდა ERI-ს ეგიდით 2017 წელს 28 საერთაშორისო სწავლებაა დაგეგმილი, რომლებშიც 18 000 ამერიკელი და 45 000 NATO-ს და სხვა მოკავშირეების სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას, მთლიანობაში სწავლებებში 40 ქვეყანა იქნება ჩართული.
რუსეთსა და NATO-ს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე, ამერიკამ აღმოსავლეთ ევროპაში თავისი სამხედრო ბაზების მუდმივად განთავსებაზე უარი თქვა და ჯარების დისლოკაციისთვის როტაციულ პრინციპს იყენებს, რომელიც ყოველ ცხრა თვეში ერთხელ ხორციელდება. ეს პროცესი კაროლინას შტატში, ფორტ კარსონში ბაზირებული ქვეითთა მე-4 დივიზიის მე-3 ABCT-თი დაიწყო, რომელიც ამა წლის იანვარში გერმანიაში, ბრემერჰაფენში (Bremerhaven) იქნა გადასროლილი. ეს ჯგუფი, 3500 სამხედრო მოსამსახურის გარდა, შესდგება 87 ტანკისგან, 18 თსდ M-109A6 “Paladin”-ისგან, 419 HMMWV-სგან და 144 ქსმ Bradley-სგან. ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს აშშ-დან ევროპაში გადასროლილი ჯავშანტექნიკის ყველაზე მსხვილი ჯგუფია. ქვეითთა მე-4 დივიზიის ნაწილი გერმანიაში, ბაუმჰოლდერში (Baumholder) დისლოცირდება, ხოლო მე-3 ABCT-ს ზოგიერთი ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად, დასაწყისისთვის პოლონეთში იქნა გაშლილი (პოლონეთში გადასროლილი ამერიკული არმიის ნაწილების შესახებ ბლოგში უკვე დაიწერა - დემოკრატია პოლონეთში მიემგზავრება). ამას გარდა ევროპაში გადასროლილი იქნა ფორტ დრამში ბაზირებული მე-10 საბრძოლო საავიაციო ბრიგადის და ფორტ-ბლისსში ბაზრიებული საავიაციო ბატალიონის კუთვნილი ვერტმფრენები. მთლიანობაში აშშ-დან გერმანიაში, ილლესჰეიმის (Illesheim) ბაზაზე,  10 ცალი Chinook, 50 ცალი Blackhawk, 24 ცალი Apache და 2400 სამხედრო მოსამსახურე გადაისროლეს. ამ ვერტმფრენების ნაწილი ლიტვაში, რუმინეთსა და პოლონეთში ბაზრიებულ ტაქტიკურ ჯგუფებში იქნა ინტეგრირებული.

აღმოსავლეთ ევროპაში განთავსებული აშშ-ს არმიის სამხედრო კონტინგენტის შემადგენლობისა და აღჭურვილობის ინფოგრაფიკა

წყარო:
Operation Atlantic Resolve: Back to Europe

Комментариев нет:

Отправить комментарий