четверг, 1 октября 2015 г.

რუსეთის ავიაცია სირიის ცაში – პირველი საბრძოლო გაფრენები


ჯერ მცირეოდენი ოფიციალური ციფრები სირიაში რუსული კონტინგენტის შესახებ.

1 – ავიაცია:
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წყაროს თანახმად სირიაში დღეს–დღეობით რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების 50–ზე მეტი საფრენი აპარატი იმყოფება.
P.S. გავრცელებული ვიდეო და ფოტო მასალების მიხედვით სირიაში რუსული დაჯგიფების შემადგენლობაში შემდეგი საფრენი აპარატები შედის – ბომბდამშენები Су-24М, Су-25 და Су-34, მრავალფუნქციური გამანადგურებელი Су-30, მოიერიშე ვერტმფრენები Ми-35М და სადაზვერვო Ил-20М.


2 – სახმელეთო შემადგენელი:
ლატაკიაში მდებარე ავიაბაზა ხმეიმზე განლაგებული რუსული საჰაერო–კოსმოსური ძალების ტაქტიკური დაჯგუფების დასაცავად შავი ზღვის საზღვაო ქვეითების გაძლიერებული ბატალიონია გადასროლილი. ავიაბაზის სახმელეთო და საჰაერო შემადგენლის უზრუნველყოფა სრულებით რუსეთიდან ხორციელდება.



ავიადარტყმები:

რუსულმა საჰაერო–კოსმოსური ძალების ტაქტიკურმა დაჯგუფებამ სირიაში გასული დღე–ღამის განმავლობაში რვა სხვადასხვა სამიზნეზე 21 ავიადარტყმა განახორციელა. დარტყმები შემდეგ რაიონებში განხორციელდა – არ–რასტან, ტელბისა, ალ–ზაფარან, ატ–ტლიულ ალ–ჰომრ, აიდუნ, დეირ ფულ, სალამია, ჰამა, ჰომსი.
სამიზნეები იყო ისლამური სახელმწიფოს საბრძოლო ტექნიკა, ტყვია–წამლის, საბრძოლო მასალებისა და საწვავ–საპოხი მასალების საწყობები, კავშირგაბმულობისა და მართვის წერტილები, სატრანსპორტო საშუალებები.
სრულებით განადგურდა ტერორისტთა სამეთაურო ცებტრები და შტაბები.

წყარო:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ავიადარტყმების ვიდეოჩანაწერები


ღამის ავიადარტყმა


Комментариев нет:

Отправить комментарий